შერმადინის და სანიკიძის “სარაგოსამ” “ფუენლაბრადა” დაამარცხა

შერმადინის და სანიკიძის “სარაგოსამ” “ფუენლაბრადა” დაამარცხა

გიორგი შერმადინისა და ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსამ” ესპანეთის პრიმერადივიზიონში მორიგი, მე-5 გამარჯვება მოიპოვა. არაგონულმა კლუბმა მადრიდულ “ფუენლაბრადას” უმასპინძლა და ანგარიშით 77:68 სძლია.
სარაგოსელთა გამარჯვებაში არცთუმოკრძალებული წილი უდევთ ქართველებს, რომლებმაც თითქმის თანაბარიდროით ითამაშეს. ორივემათგანი სასტარტო ხუთეულშიიყო. სანიკიძემ 28:58 წუთს ითამაშა და 10 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ვიქტორმა 4-ვე ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 4 სამქულიანი კი ააცილა. ქართველმა ფორვარდმა ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

სარაგოსელთა ქართველმა ცენტრმა მოედანზე 28:35 წუთი დაჰყო და გუნდს 8 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა. შერმადინმა 7-დან 3 ორქულიანი და ორივე საჯარიმო გამოიყენა, 2 შეცდომა დაუშვა და 3-ჯერ დაჯარიმდა.
ესპანეთის ჩემპიონატში “სარაგოსა” მე-7 ადგილზე იმყოფება. არაგონულ კლუბს 5 მოგება და 4 მარცხი აქვს. ქართველთა კლუბს მომდევნო შეხვედრესპანეთის ჩემპიონატის მორიგ მატჩს “სარაგოსა” 15 დეკემბერს სტუმრად “გრან კანარიასთან” ჩაატარებს.