შერმადინის ესპანური კარიერის საუკეთესო მატჩი: 29 ქულა და დასანანი წაგება ოვერტაიმში

შერმადინის ესპანური კარიერის საუკეთესო მატჩი: 29 ქულა და დასანანი წაგება ოვერტაიმში

გიორგი შერმადინის საუკეთესო მატჩი ესპანურ კარიერაში. ქართველმა ცენტრმა შესაშური შედეგიანობა გამოიჩინა მორიგი ტურის დრამატულ მატჩში, რომელიც, სამწუხაროდ 1 ქულით წააგო. სტუმრად „მონბუსთან“ გამართულ თრილერში შერმადინის „ანდორამ“ 103:104 წააგო, ქართველმა ცენტრმა კი 29 ქულა მიითვალა და ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი დაფიქსირა.
მონბუსელმა ადამ ვაჩინსკიმ 30 ქულა კი ჩააგდო, თუმცა მარგი ქმედების კოეფიციენტით შერმადინამდე ბევრი დააკლდა. ქართველმა ცენტრმა 29 ქულასთან ერთად 8 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 15-დან 12 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. შერმადინს გვერდში ედგა მაკედონიელი ვოიდან სტოიანოვსკი, რომელმაც 24 ქულა მიითვალა.

მატჩის ბედი დამატებით 5-წუთეულში დაწყდა. მეოთხე პერიოდში ქართველი ცენტრის შეუდარებელი თამაშის წყალობით „ანდორამ“ 23:15 იმარჯვა და შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა, სადაც მასპინძლებმა მაინც მოახერხეს გამარჯვების მოპოვება.
7 მოგებითა და ამდენივე მარცხით „ანდორა“ ცხრილში მე-6 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 10 იანვარს, შერმადინის გუნდი ლიგის წაუგებელ ლიდერ „ვალენსიას“ უმასპინძლებს.