ქართველების „კანტუს“ წლეულს ბრწყინვალე დებიუტი ჰქონდა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირ ევროლიგაში. გიორგი შერმადინისა და მანუჩარ მარკოიშვილის გუნდი მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა და მეოთხედფინალამდე სულ ცოტა დააკლდა. მეორე ჯგუფურ ეტაპზე „კანტუმ“ და თელ–ავივის „მაკაბიმ“ თანაბარი ქულები დააგროვეს, თუმცა პირად შეხვედრებში ჩაგდებული ბურთბის უკეთესი ბალანსის წყალობით პლეი ოფში ებრაული გრანდი გავიდა.
შესაბამისად, „კანტუს“ მოთამაშეებსაც სათანადო ყურადღება ექცევა. გიორგი შერმადინი ევროლიგის სიმბოლური ხუთეულის გამოსავლენ გამოკითხვაში მოხვდა, სადაც ის ტურნირის საუკეთესო მოთამაშეებთა გვერდითაა და მხარდაჭერას ელის. ქართველ გუნშემატკივარს, და არა მარტო ქართველებს, საშუალება ეძლევათ, მხარი დაუჭირონ გიორგი შერმადინს. საამისოდ, უნდა შებრძანდეთ ევროლიგის ოფიციალური ვებ–გვერდის შემდეგ ბმულზე:
http://euroleaguequiz.euroleague.net/voting_12/voting.php
შენიშვნა: აღსანიშნავია, რომ ონლაინ–გამოკითხვა კონკრეტული მოთამაშის ხუთეულში მოხვედრას 25 პროცენტით განსაზღვრავს, დანარჩენი 75 პროცენტი კი ჟურნალისტების გადასაწყვეტია.