შერმადინის “კანტუმ” იტალიის ჩემპიონატში მარცხი განიცადა

შერმადინის “კანტუმ” იტალიის ჩემპიონატში მარცხი განიცადა

გიორგი შერმადინის „კანტუმ“ იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში მარცხი განიცადა. კანტუელები სტუმრად „ვანოლის“ შეხვდენ და 63:71 წააგეს.
შერმადინმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა, მაგრამ მოედანზე მხოლოდ 12 წუთით იმყოფებოდა. ქართველმა ცენტრმა 2 ორქულიანი ააცილა და საბოლოოდ 1 მოხსნას დასჯერდა.
4 მოგებითა და 8 მარცხით „კანტუ“ 16-გუნდიან სერია „ა“-ში მე-14 ადგილზეა. მორიგ შეხვედრას შერმადინის გუნდი 29 დეკემბერს შინ „გრისინთან“ გამართავს.