შერმადინის “კანტუმ” სტუმრად “აველინო” დაამარცხა

შერმადინის “კანტუმ” სტუმრად “აველინო” დაამარცხა

გიორგი შერმადინის „კანტუმ“ იტაიის სერია „ა“-ში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. კანტუელებმა სტუმრად „აველინო“ დაძაბულ ბრძოლაში – 79:76 დაამარცხეს, რაშიც წვლილი ქართველ ლეგიონერსაც მიუძღვის.
შერმადინი სათადარიგო იყო, თუმცა მოედანზე 23 წუთით გამოჩნდა დ თავისიანთაგან რიგით მესამე შედეგი აჩვენა. ქართველმა ცენტრმა 6-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, რამაც 8 ქულაა შეადგინა. ამასთან ერთად გიორგიმ 8 მოხსნა, 3 დაფარება და თითო ჩაჭრა-პასი მიითვალა.
8 მოგებითა და 9 მარცხით „კანტუ“ ცხრილში მე-8 ადგილზეა. მორიგ მატჩს „კანტუ“ 8 თებერვალს, შინ „დოლომიტისთან“ გამართავს.