შერმადინის მაკაბიმ თელ ავივში მოულოდნელი მარცხი განიცადა

შერმადინის მაკაბიმ თელ ავივში მოულოდნელი მარცხი განიცადა

გიორგი შერმადინის გუნდმა ისრაელის ჩემპიონატში პირველი მარცხი განიცადა. თელავიველებმა, რომლებიც ებრაულ კალათბურთში მარადმწვანე დომინანტები არიან, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე რიშონის „მაკაბისთან წააგეს, თან ისე, რომ წარმატების იოტისოდენა შანსიც არ ჰქონიათ.
რიშონელებმა თავიდანვე სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და ტაიმი 18 ქულის სხვაობით მოიგეს. მასპინძლებმა ვერც დარჩნილ დროში მოახერხეს თამაშის აწყობა და საბოლოოდ საკუთარი გულშემატკივრების წინაშე 17 ქულის სხვაობით – 64:81 დამარცხდნენ.
რიშონის „მაკაბის“ სამი 4 ტურის შემდეგ კვლავ დაუმარცხებელია და ისრაელის ჩმპიონატს ლიდერობს. რიშონელებს ჰყავთ ნბა–ში ნათამაშები 2 კალათბურთლი – ჯულიან რაიტი და ვილი უორენი, რომლებმაც თელავიველთა დამარცხებაში ლომის წილი დაიდეს. პირველმა 22 ქულა მოაგროვა, მეორემ – 14.
შერმადინი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 9 წუთში კი 4 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 2-დან 1 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო გამოიყენა, ერთხელ მას დაუფარეს, ორჯერ დაჯარიმდა და ორჯერაც თამაშის წესები მასზე დაირღვა.
საქართველოს ნაკრების წევრ ჯეიკობ პულენის „ჰაპოელი“ მე–4 ტურის მატჩს დღეს ისრაელის ჩემპიონატში კიდევ ერთ წაუგებელ გუნდ „ნეთანიასთან“ გამართავს.