უკვე მესამე მატჩია, გიორგი შერმადინი ბერძნულ „პანათინაიკოსში“ ყოჩაღობს. გუშინ სერბულ კრალევოს „სლოგასთან“ მატჩში ბერძნული გრანდის ქართველმა ლეგიონერმა 20 ქულა მოაგროვა. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე 60 წლის იუბილეს ზეიმობდა და გულშემატკივრის გახარება ძალიან სურდა,“მწვანეებთან“ მაინც ვერაფერი გააწყო და 68:94 დათმო. პირველი პერიოდის შემდეგ შერმადინის თანაგუნდელები 11 ქულის სხვაობით იგებდნენ (23:12) და მატჩის ბოლომდე გამარჯვებულის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებიათ.
შერმადინმა 19 წუთში 20 ქულა მიითვალა და სამ მატჩში 64 ქულა მოუგროვდა, რაც საშუალოდ 21.3 ქულას უდრის და ეს ძალიან მაღალი შედეგია.
ოქტომბრის დასაწყისში „პანათინაიკოსი“ მოსკოვში ალექსანდრ გომელსკის სახელობის ტურნირში ითამაშებს, სადაც მის გარდა ლიტვური „ლიეტუვოს რიტასი“, მოსკოვის ცსკა და ლიუბეტსკის „ტრიუმფი“ იასპარეზებენ.