შერმადინის ოლიმპიაკოსი ევროლიგის ოთხთა ფინალს მიუახლოვდა

შერმადინის ოლიმპიაკოსი ევროლიგის ოთხთა ფინალს მიუახლოვდა

გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსი” ევროლიგის ოთხთა ფინალს მიუახლოვდა. პირეოსელებმა მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩშიც იოლად – 71:53 მოუგეს თურქულ “ეფესს” და ოთხთა ფინალამდე 1 გამარჯვებაღა აშორებთ.

 
ქართველმა ცენტრმა 11,13 წუთი ითამაშა და ერთადერთ ქულას დასჯერდა. შერმადინმა 1 ორქულიანი ააცილა, ხოლო 2 საჯარიმოდან 1 ჩააგდო. 1 ქულასთან ერთად გიორგიმ 2 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. შერმადინმა 3 ჯარიმა მიიღო, ხოლო მასზე 3-ჯერ დაარღვიეს წესი.
 
15 ქულით პირეოსელებს ვასილის სპანულისმა ულიდერა, ხოლო კაილი ჰაინსმა „ოლიმპიაკოსს“ 12 ქულა შესძინა. სერიის მომდევნო მატჩი 17 აპრილს სტამბოლში გაიმართება. საჭიროების შემთხვევაში, თუკი ოლიმპიაკოსელები 3 გამარჯვებამდე ვერ მივლენ, მომდევნო მატჩი თურქეთის დედაქალაქში 19 აპრილს გაიმართება. მეხუთე, გადამწყვეტი მატჩი კი პირეოსში ჩატარდება.