შერმადინის “ოლიმპიაკოსი” ფინალს მიუახლოვდა

შერმადინის “ოლიმპიაკოსი” ფინალს მიუახლოვდა

გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსი” საბერძნეთის ჩემპიონატის ფინალს მიუახლოვდა. ნახევარფინალური სერიის მე-3 მატჩში პირეოსელებმა ათენში, დაძაბულ ბრძოლაში, 93:90 სძლიეს “პანიონიოსს” და საერთო ანგარიშით- 3:0 დაწინაურდნენ.
შერმადინმა მხოლოდ 07:41 წუთი ითამაშა და ერთ ქულას და ორ მოხსნას დასჯერდა. გიორგიმ 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ორქულიანი ააცილა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.
“ოლიმპიაკოსის” რიგებში საუკეთესო გუნდის კაპიტანი ვასილის სპანულისი იყო 22 ქულით, 5 მოხსნით და 5 პასით. თავის მხრივ, “პანიონიოსს” 25 ქულით ამერიკელმა ერიკ მაკკოლუმმა ულიდერა.
სერიის მომდევნო მატჩი 21 მაისს გაიმართება.