შერმადინის ოთხიანები და გამარჯვება “მონბუსთან”

შერმადინის ოთხიანები და გამარჯვება “მონბუსთან”

გიორგი შერმადინის “უნიკახამ” ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში გამარჯვება იზეიმა. მალაგელებმა “მონბუსს” უმასპინძლეს და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდის წინ ქულით აგებდნენ, მაინც დამაჯერებლად გაიმარჯვეს – 74:63.

შერმადინი თამაშში სათადარიგოთა  სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 18 წუთი გაატარა. გიორგიმ 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან ორივე საჯარიმო ჩააგდო. ქართველი ცენტრის ანგარიშზე 4 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა დაგროვდა. შერმადინს ჯარიმა არ მიუღია, თუმცა ბურთი 5-ჯერ დაკარგა, მასზე კი ხუთჯერ დაჯარიმდნენ. გამარჯვებულთაგან სარგებლიანობის 21 ინდექსით საუკეთესო იყო ბრაიან რობერტსი, ხოლო შერმადინის ინდქესმა 4 ერთეული შეადგინა.  

15 მოგეითა და 9 მარცხით მალაგელები ცხრილში 4-5 ადგილებს “ვალენსიასთან” იყოფენ. შემდეგი ტურის მატჩს “უნიკახა” სტუმრად “სარაგოსასთან”, 31 მარტს გამართავს.