გიორგი შერმადინმა ლიუბლინის “ოლიმპიაში” თავისი დებიუტი პირადი რეკორდით აღნიშნა. რაც სლოვენიის ყველაზე ტიტულოვან გუნდში გადავიდა, ქართველმა ცენტრმა ადრიატიკის ლიგის 2 მატჩი გამოტოვა, წუხელ კი ევროლიგის პირველ ტურში მისი დებიუტი შედგა – გიორგიმ 16 ქულაში 11 ქულა დააგროვა და თავის გუნდს თურქულ “ეფესთან” გამარჯვებაში დაეხმარა.
მატჩი ძალიან დაძაბული იგამოდგა. ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, გამარჯვების გამოვლენას კი 2 ოვერტაიმი დასჭირდა. ლიუბლიანელებმა საბოლოოდ 95:90 გაიმარჯვეს. შერმადინი მეოთხე ათწუთეულშიც მოედანზე იყო და დამატებითი დროის საწყისი 4 წუთიც ითამაშა. შერმადინმა ოვერტაიმის საწყისი 2 ქულა მიითვალა, მერე კი ძირითადად დაცვითი თამაშით იყო დაკავებული. გიორგიმ თურქების ფარს თამაშიდან 6-ჯერ შეუტია და 5 მიზანში გაარტყა, ხოლო 2 საჯარიმოდან 1 ჩააგდო და შეხვედრა 11 ქულით დაასრულა.
აქამდე შერმადინის პირადი რეკორდი ევროლიგაში 11 ქულა იყო, რომელიც მან გასულ სეზონში, “პანათინაიკოსში” თამაისას, ბერძნულ “მარუსისთან” დაამყარა. ევროლიგაში მომდევნო მატჩს “ოლიმპია” 28 ოქტომბერს, იტალიაში, მილანის “არმანისთან” ჩაატარებს.