შერმადინის შედეგიანობამ სარაგოსას ბერლინში ვერ უშველა

შერმადინის შედეგიანობამ სარაგოსას ბერლინში ვერ უშველა

 
 
არაგონულმა “სარაგოსამ” დასანანი მარცხი იწვნია ბერლინში, “ალბასთან”. ქართველი კალათბურთელებით გაძლიერებული ესპანური გუნდი გერმანიის დედაქალაქში ევროთასის მეორე ტურის მატჩის სათამაშოდ ჩავიდა და შეხვედრა 68:71 დათმო.
პირველ ტურში სარაგოსელებმა ბელგიური “მონსი” დაამარცხეს, მეორე გამარჯვებამდე კი წუხელ ცოტა დააკლდათ. პირველი პერიოდი არაგონელებმა 21:15 მოიგეს, ბოლო მეოთხედის წინ კი 57:55 ლიდერობდნენ. მასპინძლებმა გადამწყვეტ მომენტში მეტი მობილიზება გამოავლინეს, რაც საკუთარი გულშემატკივრის მხარდაჭერითაც იყო განპირობებული და საბოლოოდ შეხვედრა “ალბას” 3-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა.

ვიქტორ სანიკიძე ბერლინელთა გარემოცვაში
სასტარტო ხუთეულში იყო და სარაგოსელთაგან ყველაზე მაღალი შედეგიანობა აჩვენა გიორგი შერმადინმა, რომელმაც მოედანზე გატარებულ 26 წუთში 14 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. გიორგიმ 8-დან 4 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო.
სასტარტოში არ ყოფილა, თუცა 25 წუთი ითამაშა ვიქტორ სანიკიძემ, რომელსაც სროლები არ წაუვიდა. ქართველმა ფორვარდმა 6-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, სამივე სამქულიანი კი ააცილა. სანიკიძემ 2 საჯარიმო ჩააგდო და მთლიანობაშ 4 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და ქ დაფარება მიითვალა. გამარჯვებულთაგან 15-15 ქულით გამოირჩნენრეჯი რედინგი და იონას ვოლფარტი.
მორიგ შეხვედრას სარაგოსელები კვლავ გერმანიაში გამართავენ. 30 ოქტომბერს არაგონული გუნდი ბონში “ტელეკომს” დაუპირისპირდება.