შერმადინის ზეშედეგიანი მატჩი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში

შერმადინის ზეშედეგიანი მატჩი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში

გიორგი შერმადინმა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მართალია, მისმა „ანდორამ“ ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მორიგი მატჩი წააგო, თუმცა ქართველი ცენტრის ზეშედეგიანი თამაში ქართველებისთვის უმნიშვნელოვანესია.
ანდორელები სტუმრად „“გრან კანარიას“ ხვდებოდნენ და 13 ქულით – 85:98 დამარცხდნენ. შერმადინმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 28:26 წუთში 21 ქულა, 8 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 3 დაფარება და 1 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 12-დან 10 ორქულიანი ჩააგდო, რასაც 1 ზუსტი საჯარიმო მოაყოლა.

შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 34 ერთეული შეადგინა, რაც ორივე გუნდი შემადგენლობაში ხომ საუკეთესო იყო და მთელს ტურში ანალოგი არ ჰყავს. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ქართველი ცენტრი ტურის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდეს. შერმადინს მხარი კარგად ვერ აუბეს ანდორელებმა და გუნდურად მოთამაშე კანარის კუნძულელებმა იმარჯვეს.
11 მოგებითა და 18 მარცხით შერმადინის გუნდი ანალოგიური შედეგის მქონე „ხუვენტუდთან“ 12-13 ადგილებს იყოფს. მომდევნო ტურში, 1 მაისს „ანდორა“ სწორედ ხუვენტუდს მასპინძლობს.