შერმადინმა 20 წუთით და 21 ქულით დაიწყო

შერმადინმა 20 წუთით და 21 ქულით დაიწყო

პირველი მატჩი გამართა ”სარაგოსას” შემადგენლობაში გიორგი შერმადინმა. შეხვედრა წინასასეზონო, მოსამზადებელი იყო, მეტოქე კი ფრანგული ”ტარბი” გახლდათ, რომელსაც სარაგოსელებმა 89:83 მოუგეს.
მატჩის ბომბარდირი და საუკეთსო მოთამაშე ქართველი ცენტრი გახდა. შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და 20 წუთში 21 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. გიორგიმ 12-დან 9 ორქულიანი და 3-დან სამივე საჯარიმო ჩააგდო.
სარაგოსელებს კიდევ 5 საკონტროლო მატჩი აქვთ დაგეგმილი, ვიდრე 13 ოქტომბერს ესპანეთის ჩმპიონატში ჩაებმებიან. მომდევნო მატჩი 21 სექტემბერს ”ხუვენტუდთანაა”, 24 სექტემბერს – “კლავიხოსთან”, 27-ში – “ფუენლაბრადასთან”, 29-ში – “ლაბორალ კუტხასთან”, 2 ოქტომბერს – “მანრესასთან”, ხოლო 6-ში – “გიპუზკოა ბასკეტთან”. შერმადინის ახალი კლუბი ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრას 12 ოქტომბერს “ბილბაო ბასკეტთან” სტუმრად ჩაატარებს.