საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა გიორგი შერმადინმა ათენის “პანათინაიკოსში” დაბრუნების შემდეგ წარმატებულ თამაშს უხშირა. ბერძნული გრანდის სერბმა თავკავმა ჟელკო ობრადოვიჩმა გუნდი შეკრებაზე სამშობლოში წაიყვანა და ამხანაგური მატჩები შედარებით სუსტ გუნდებთან დაგეგმა.
„პანათინაიკოსმა“ პირველ საკონტროლო შეხვედრაში სერბეთის ქვედალიგელ “უჟიცეს” 91:53 სძლია. ობრადოვიჩმა ლიტველი შარუნას იასიკევიჩიუსის გარდა, “პაოს” ყველა წევრი დატვირთა, საუკეთესო კი შერმადინი გახლდათ, რომელმაც თავი 16 ქულას მოუყარა. ათენელთაგან კარგად გაისარჯნენ ჩერნოგორიის ნაკრების ლიდერი ნიკოლა პეკოვიჩი და ამერიკელი მაიკლ ბატისტიც, რომელთა აქტივშიც 12-12 ქულა გახლდათ.
ქართველი კალათბურთელმა გაცილებით უკედ ითამაშა ბალკანეთში გამართულ მეორე ამხანაგურ შეხვედრაში, რომელშიც ათენელები ბოსნიურ “ვარდას” დაუპირისპირდნენ და მეტოქე 101:71 გაანადგურეს, შერმადინმა კი გუნდს 28 ქულა შესძინა.
რაც შეეხებათ დანარჩენ მოთამაშეებს – პეკოვიჩი ამჯერად 14 ქულას გამორჩა, სპანოსმა და ბოგრისმა 13-13 ქულა მიითვალეს, ხოლო ჰაცოპულოსმა 10 ქულა ჩააგდო.
“პანათინაიკოსი” ოქტომბრის დასაწყისში მოსკოვში ჩავა და ალექსანდრ გომელსკის სახელობის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
ოთხთა ტურნირის ნახევარფინალში შერმადინის გუნდი რუსულ “ტრიუმფს” ეთამაშება, გამარჯვების შემთხვევაში კი, მთავარი პრიზისთვის მოსკოვის ცსკა-სა და ლიტვურ “ლიეტუვას რიტასს” შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
გიორგი შერმადინს დავალებას ჯელკო ობრადოვიჩი აძლევს