გიორგი შერმადინმა თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ სტუმრად, თელ ავივში ითამაშა და თავისი ახალი კლუბის, „ოლიმპიაკოსის“ შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. რაც ყველაზე მთავარია, ბერძნულმა გუნდმა „მაკაბი“ დაამარცხა და ქართველმა ფორვარდმა თელ ავივის დარბაზი თავაწეულმა დატოვა. დაძაბული და უშეღავათო ბრძოლა პირეოსელებმა 78:77 მოიგეს.
შერმადინმა მიმდინარე ევროლიგა „მაკაბიში“ დაიწყო, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით ქართველმა ფორვარდმა გუნდი დატოვა. შერმადინი ბერძნულ „ოლიმპიაკოსში“ გადავიდა და დღეს თავის ყოფილი კლუბ „მაკაბის“ წინააღმდეგ ითამაშა. ქართველი ცენტრი მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა. გიორგიმ 20,22 წუთში 9 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება მიითვალა. შერმადინმა 8-დან 4 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 19 შეადგინა, რაც ერთით ნაკლებია მატჩის საუკეთესო ვასილის სპანულისზე, რომელმაც 24 ქულა მოიაგროვა.
„ოლიმპიაკოსს“ 4 მატჩიდან მხოლოდ 1 გამარჯვება აქვს და F ჯგუფში მე-5 ადგილზე იმყოფება. ამ ტურის მატჩს პარასკევს ითამაშებს ვიქტორ სანიკიძის „სიენა“, რომელიც თურქულ „ბეშიქთაშს“ უმასპინძლებს.