შერმადინმა საბერძნეთის ჩემპიონობაც მოიგო

საბერძნეთის თასისა და ევროლიგის მოგების შემდეგ, გიორგი შერმადინის “პანათინაიკოსმა” ქვეყნის ეროვნულ ჩემპიონატშიც იმარჯვა. შედეგად, „მწვანეებმა“ ბოლო სამი წლის განმავლობაში  მეორედ მოახერხეს სამი უმთავრესი ტიტულის მოგება.
ჩემპიონატის ფინალური სერიის მე-4 მატჩში “პანამ” პირეოსის “ოლიმპიაკოსს” 94:81 სძლია და საბოლოო ჯამში 3:1 იმარჯვა. ათენელთა მთავარ მწვრთნელ ჟელკო ობრადოვიჩს ქართველი კალათბურთელი განაცხადში არც ამჯერად შეუყვანია, თუმცა, ოქროს მედლები შერმადინსაც გადაეცა. ქართველ ცენტრს საბერძნეთის ჩემპიონატში სამ შეხვედრაში მიუღია მონაწილეობა და 38 ქულა მოუგროვებია.
ჩემპიონობის მომტან  შეხვედრაში “პანათინაიკოსის” რიგებში ნიკოლასმა და სპანულისმა 17-17 ქულა მიითვალეს, ფოცისმა 13 ქულა ჩააგდო, ხოლო ბატისტმა – 11.
 
 
გიორგი შერმადინი (მარჯვნივ)