მიმდინარე სეზონის ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი სამწვრთნელო შტაბს
აძლიერებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდის ხელმძღვანელობამ მთავარი
მწვრთნელის კონსულტანტად გამოცდილი სპეციალისტი გელა წულაძე მიიწვია.
შსს–მ დღევანდელი ვარჯიში უკვე წულაძესთან ერთად ჩაატარა. გუნდი
მთავარმა მწვრთნელმა, არჩილ ჟღენტმა, ასისტენტმა დავით ბერიშვილმა და
ახალმოწვეულმა კონსულტანტმა ჩაატარეს. გელა წულაძე წინა სეზონში სუპერლიგის
ახალგაზრდულ გუნდ „სამედიცინო–აკადემიას“ წვრთნიდა. ახალგაზრდებთან მუშაობა და
ტალანტების აღმოჩენა წულაძის ძირითდი პროფილია: იგი საქართველოს ასაკობრივ
ნაკრებთა კოორდინატორია და სამწვრთნელო პროცესშიც აქტიურადაა ჩაბმული. წულაძე
სისტემატიურად დადის საერთაშორისო სამწვრთნელო სემინარებზე, მას მჭიდრო კავშირი
აქვს ევროპის გამოცდილ სპეციალისტებთან.
წულაძის დებიუტი კონსულტანტის რანგში სუპრლიგის მორიგ ტურში შედგება,
როცა შსს ცენტრალურ შეხვედრაში თსუ–ს დაუპირისპირდება.