შსს-მ მემორიალის ფინალი გაინაღდა

შსს-მ მემორიალის ფინალი გაინაღდა

დუდუ დადიანის მემორიალი. 22 ოქტომბერი, თბილისი. შსს-ს აკადემიის დარბაზი
ქუთაისი 79:82 შსს24:22 10:15 20:21 25:24
ქუთაისი: ბ. ბერიშვილი (12ქ 11პ), გ. ბარბაქაძე (34), ქორიძე, ბოლქვაძე (20), კოღუაშვილი (10); დიდია (3)შსს: ი. ბერიშვილი (19ქ 7პ), ლეჟავა (5ქ, 7მ), კოტონი (15), მარკოიშვილი (19), იმნაძე (8ქ, 11მ); დ. ბერიშვილი, ლაფანაშვილი (9), ნიკოლაძე (3), შერმადინი, ტომარაძე (2), სუხიშვილიმაჯები: ზ. მაჩალაძე, მ. კუპატაძეკომისარი: როლანდ გელოვანი
თსუ 88:86 სტუ
19:15 34:17 15:27 20:27
 
თსუ: ხიზანიშვილი (4), ფანჩულიძე (24), გაფრინდაშვილი (1), ლონდარიძე (13ქ, 10მ), კორკოტაძე (5), ლოსაბერიძე (2), ყველაშვილი, მათიაშვილი (32ქ, 17 მ), დეკანოიძე, შარაბიძე (7)
სტუ: ანთაძე (18), გურაბანიძე, ვ. ბერუაშვილი (15), ჩიკვილაძე (17), ლომოური (17), გასიტაშვილი, მაჩალაძე, თევზაძე, კობიძე (5), ჯანგველაძე (6), ახალკაცი (8), ლაშქარაძე
მსაჯები: ზაზა მაჩალაძე, დემურ სადღობელაშვილი
კომისარი: როლანდ ხომერიკი
 
სოხუმი 79:76 სსაუ
12:18 21:7 24:27 22:24
 
სოხუმი: ფარღალავა (23), კვეტენაძე (4), შანიძე, სორდია (13), კანკია, კოპალიანი (2), კ. დამუსი (13ქ, 13მ), რ. დამუსი (17ქ, 21მ), ფერიაშვილი
სსაუ: ტეტელაშვილი (6), ნანიტაშვილი (25), კანდელაკი, სიგუა (3), ჩაჩანიძე (13), ხანიაშვილი (8), გემაზაშვილი, ჯავახიშვილი (2), მუმლაძე (19)
მსაჯები: მაკა კუპატაძე, დავით ბერეკაშვილი
კომისარი: როლანდ ხომერიკი
 
 
 

გლდანში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს დარბაზში მიმდინარე დუდუ დადიანის მემორიალზე პირველი ფინალისტი გამოვლინდა. მასპინძელმა შსს-ს გუნდმა დრამატულ მატჩში სამი ქულის სხვაობით დამარცხა “ქუთაისი” და ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა. იმერულ კლუბს სულ ცოტა დააკლდა ფინალამდე. მალხაზ კოხრეიძის გაწვრთნილმა “ქუთაისმა” დღევანდელ შეხვედრაში ბოლომდე ებრძოლა ფავორიტად მიჩნეულ შსს-სთან და ბოლო წუთზე 79:82 დამარცხდა.
ეს შეხვედრა გამორჩეული იყო შორი სროლებით. ორივე გუნდმა ჯამში 32 სამქულიანი ჩააგდო, საიდანაც 18 ფინალში გასულ შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდზე მოდის. შსს-ს კალათბურთელებმა – ლექსო ლაფანაშვილმა, ტროი კოტონმა და ირაკლი ბერიშვილმა ბოლო მეოთხედში ჯამში 6 სამიანი ჩააგდეს.
არჩილ ჟღენტი გუნდმა შეხვედრაში ბოლო 18 ქულა სამქულიანებით ჩააგდო, საიდანაც გადამწყვეტი აღმოჩნდა ირაკლი ბერიშვილის მიერ საფინალო სირენამდე 23 წამით ადრე ჩაგდებული ურთულესი შორი სროლა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ქუთაისელებს გათანაბრების შანსი ჰქონდათ, მაგრამ ბუბა ბერიშვილმა, რომელმც მნამდე 7-დან 3 სამიანი ჩააგდო, ამჯერად ააცილა შორი დისტანციიდან. გამოსარჩევია გიორგი ბარბაქაძის სტატისტიკა, რომელსაც 34 ქულა ჰქონდა – მან 15-დან 9 სამქულიანი ჩააგდო.
არანაკლებ საინტერესო გამოდგა დღევანდელი 2 მატჩი. სტუდენტურ დერბიში თსუ თითქმის მთელი თამაშის მანძილზე უგებდა სტუ–ს. რიჩარდ მათიაშვილის ყოჩაღი თამაშის წყალობით ნუგზარ ჭეიშვილის გუნდმა პირველი ტაიმი 21 ქულით მოიგო, თუმცა ტექნიკოსები მეორე ტაიმში ათამაშდნენ და ჩამორჩენა ბოლო წუთებზე აღმოფხვრეს. ზვიად ანთაძე, ვასილ ბერუაშვილი, აკაკი ლომოური, ბექა ჩიკვილაძე – ეს ბიჭები ფაქტობრივად შეუჩერებლები იყვნენ და ზედ ბოლო წუთზე სტუ–მ ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირა. ზურაბ ტომარაძის გუნდს გამარჯვებაც შეეძლო, მაგრამ ბოლო წამებზე ზვიად ანთაძემ შორი სროლა ააცილა.
დღის ბოლო მატჩის ფინალიც დრამატული გამოდგა. მიხელ კობეშავიძის დამოძღვრილი აგრარული უნივერსიტეტის გუნდი ძალიან გააზრებულად თამაშობდა და რაც მთავარია, შორ სროლებს აგდებდა. შედეგად, თამაშის ბოლოს სსაუ–მ 76:72 გაუსწრო „სოხუმს“. გიორგი ნანიტაშვილმა და კახა მუმლაძემ შორი სროლებით საიმედო უპირატესობა დაუბევეს აგრარელებს. თამაშის დასრულებამდე წუთზე ოდნავ მეტი რჩებოდა, თუმცა სოხუმელებმა ჯერ სამიანი ჩააგდო (ირაკლი სორდიამ), შემდეგ კი ლაშა ფარღალავამ ჩაჭრა და სწრაფი შედეგიანი შეტევა განახორციელა, რითაც „სოხუმი“ 77:76 დააწინაურა. ამ დროს სსაუ–მ სამქულიანი ჩააგდო, თუმცა მსაჯმა ნანიტაშვილის სროლა გააუქმა, გვერდით ხაზს ფეხი დააბიჯეო. დარჩენილ  20 წამში სოხუმელებმა იოლად მიაღწიეს გამარჯვებას.
მაშ ასე – ფინალში გასული შსს მეწყვილეს ელოდება, რომელიც ხვალ, 13 საათზე, რუსთავის „ენერჯი–ინვესტისა“ და „სოხუმის“ მატჩში გამოვლინდება. რომელი გუნდიც მოიგებს, ფინალის საგზურს მოიპოვებს და დუდუ დადიანის თასისთვის შსს–ს შეებრძოლება.

ფოტოები: სოხუმი – შსს