დღეს საკალათბურთო სუპერლიგის პირველი წრის დასკვნითი
ტური იმართება. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს სოხუმისა და შინაგან საქმეთა
სამინისტროს გუნდები შეხვდნენ. შეხვედრა „ძალოვანთა“ უპირატესობით წარიმართა და
საბოლოოდ მათი 7–ქულინი გამარჯვებით დასრულდა.
სოხუმელებს აკლდათ 2
ლეგიონერი – ლიტველი პეტრას ბალოჩკა სათამაშოდ ფრანგულ კლუბში გადავიდა, ხოლო
ამერიკელ მაიკ მაქქერს არ უთამაშია . ეს ფაქტორი საკმაოდ ნეგატიურად აისახა სოხუმელთა
თამაშზე. მიუხედავად დანაკლისისა, ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა საწყისი 15 წუთი
ბრძოლა გაუმართა შსს–ელებს, თუცა ტაიმის მიწურულს არჩილ ჟღენტის გუნდმა საკუთარი
თამაში იპოვა და დიდ შესვენებაზე 12–ქულიანი უპირატესობით გავიდა – 48:36.
სოხუმელებს წინამძღოლობდა ლაშა ფარღალავა, რომელიც 31 ქულით მატჩის
ბომბარდირი გახდა, ხოლო ახალმა ამერიკელმა ლეგიონერმა იუჯინ ჰარისმა 15 ქულით
გამოიჩინა თავი.
მატჩის ბედი ბოლო მეოთხედში გადაწყდა, როცა გიორგი მარკოიშვილისა და
დავით იმნაძის სიზუსტის წყალობით შსს–ს უპირატესობამ 15 ქულას მიაღწია. „ძალოვნებში“
კარგად ითამაშა ასევე დავით ბარბაქაძემ, რომლის სამქულიანები საკმაოდ საჭირო
აღმოჩნდა შსს–სთვის.
მატჩის სტატისტიკა: http://superleague.ge/results.php?gameid=328