შვედებმა თბილისი დალაშქრეს

შვედებმა თბილისი დალაშქრეს

შვედეთის ნაკრები თბილისში გუშინ საღამოს ჩამოვიდა და გუშინვე ღამე ივარჯიშა სპორტის სასახლეში. შვედების ჩამოსვლას წინ ახლდა მათი ნაკრების ასისტენტი მწვრთნელის, პუნტუს ფრივოლდის სტუმრობა, რომელმაც სკანდინავიელ კალათბურთელებს თბილისში ნიადაგი მოუმზადა. კერძოდ, პუნტუსმა თავის გუნდს თბილისში სატრენაჟორო გამოუძებნა და სანამ შვედები წუხელ სპორტის სასახლეს მიაშურებდნენ სავარჯიშოდ, „პრაიმ ფიტნესში“ შეიარეს.
შესაბამისად, ვარჯიშის დაწყება შვედებს გვიან მოუხდათ. კოსტას ფლევარაკისის გუნდმა სპორტის სასახლეში 10–დან 11 საათამდე ივარჯიშა და სასტუმროში დაბრუნდა.
დღეს დილას შვედებმა ვარჯიშს ქალაქში გასეირნება ამჯობინეს. მათ ბოტანიკური ბაღი დალაშქრეს და ნარიყალაზეც უნდოდათ ასვლა, მაგრამ დროში ვეღარ ჩაეტივნენ – 12 საათისთვის მათ სასტუმროში თეორიული მეცადინეობა მოიწყვეს, რის შემდეგაც ცოტა დაისვენეს და 3 საათზე სპორტის სასახლეს სავარჯიშოდ მიაშურეს.
ჩვენი მეტოქე გვარიანად შესუსტებულია იმ შემადგენლობასთან შედარებით, რომლითაც მათ შარშან გვეთამაშეს. ნბა–ს დრაფტზე არჩევისა და „დეტროიტთან“ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ იონას იერებკო შვედების ნაკრებს გამოაკლდა, ხოლო ხუთეულის კიდევ ერთი წევრი იოაკიმ ბლომი პირადი მიზეზის გამო ვერ ეხმარება თავისიანებს.
 
შვედეთის შემადგენლობა:
 
4. ჯიმ ნისტრომი                   194    1982  უგუნდო
5. ტომას მასამბა                    185    1985  სოდერტალიე
6. მაიკლ ლინდკვისტი          193    1985  სტოკჰოლმი
7. მატს ლევინი                      188    1977  სოლნა
8. მარტინ პალმბადი             193    1986  სოლნა
9. სერკან ინანი                      198    1986  უგუნდო
10. კენი გრანტი                     188    1986  ნორჩოპენგი
11. იოაკიმ კიელბუმი            213    1979  ნორჩოპენგი
12. იოჰან აკესონი                  210    1984  პლანია
13. მარტინ რინგსტრომი       206    1981  უგუნდო
14. ლესლი მირთილი            200    1977  სოლნა
15. ჯონ სკიოლდებრანდი     203    1983  უგუნდო
 
მთავარი მწვრთნელი: კოსტას ფლევარაკისი
ასისტენტი: პუნტუს ფრივოლდი
 
 

 

 

 

შვედებმა ბოტანიკურ ბაღს საკუთარი რუქით მიაგნეს