საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის სლოვენიაში ემზადება, ევრობასკეტზე ჩვენი მეტოქე სლოვენიამ კი ამასობაში 2 საკონტროლო მატჩი გამართა. ევროპირველობის მასპინძელმა სლოვენიელებმა 26 ივლისს უკრაინას უმასპინძლეს, ხოლო 28-ში მაკედონიას შეხვდნენ და ორივე მატჩში გამარჯვებას მიაღწიეს.
მიუხედავად იმისა, რომ ლიდერები აკლდა, ბოჟიდარ მალკოვიჩის გუნდს უკრაინელების ძლევა არ გასჭირვებია. ბოსტიან ნახბარის, იაკა ლაკოვიჩის და მირზა ბეგიჩის გარეშე სლოვენიელებმა სლავები 74:46 გაანადგურეს. მაკედონიასთან ბეგიჩმა ითამაშა, გორან დრაგიჩი კი განაცხადში არ იყო. სლოვენიელებს შედარებით გაუჭირდათ გამარჯვების მოპოვება. ბოლო მეოთხედის წინ მაკედონია 53:47 აგებდა, თუმცა ბოლო პერიოდი სლოვენიამ 16:1 (!) მოიგო და საბოლოოდ 63:54 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ მაკედონიას 2 ლიდერი – პერო ანტიჩი და ნატურალიზებული ამერიკელი ბო მაკალები აკლდა.
სლოვენიელთაგან გასპერ ვიდმარი გამოირჩა, რომელსაც ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა – 9 ქულა და 10 მოხსნა. 11-11 ქულა მოაგროვეს ნებოისა იოკსიმოვიჩმა და ზორან დრაგიჩმა, იაკა ბლაჟიჩი კი 10 ქულას დასჯერდა. და ერთიც. თუ უკრაინასთან ფარზე თანაბარი ბრძოლა მიდიოდა (37:34) “მიდიოდა”, მაკედონიას სლოვენიამ მოხსნებში აშკარად აჯობა – 35:17.
სლოვენიის ნაკრებს კიდევ 11 საკონტროლო მატჩი დარჩა, სანამ ევროპის ჩემპიონატში ჩაებმება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს და სლოვენიის ნაკრებები ერთამენთს 7 ივლისს, ცელიეში დაუპირისპირდებიან.
2 აგვისტო: სლოვენია – ლატვია (ცელიე)
3 აგვისტო: სლოვენია – თურქეთი (ცელიე)
4 აგვისტო: სლოვენია – სერბეთი (ცელიე)
10-11 აგვისტო: ბელგრადის ტურნირი (სერბეთი, სლოვენია, თურქეთი, უკრაინა)
16 აგვისტო: სლოვენია – ბოსნია-ჰერცეგოვინა (იესენიცე)
18 აგვისტო: სლოვენია – რუსეთი (ლიუბლიანა)
23 აგვისტო: სლოვენია – ჩერნოგორია (კოპერი)
24 აგვისტო: სლოვენია – იტალია (კოპერი)
31 აგვისტო: სლოვენია – საფრანგეთი (ლიუბლიანა)
სლოვენია – უკრაინა 74:46 (19:10, 24:10, 20:12, 11:14)
სლოვენია: ბლაჟიჩი (13 წ. 10 ქ.). გ.დრაგიჩი (17 წ. 10 ქ. 4 პ.), დ.ლორბეკი (20 წ. 2 ქ.), ვიდმარი (21 წ. 9 ქ. 4 მ. 4 ჩ.), ბალაჟიჩი (22 წ. 6 ქ.); სლოკარი (22 წ. 4 ქ. 3 მ. 3 ჩ.), ლაპორნიკი (4 წ. 2 ქ.), იოკსიმოვიჩი (15 წ. 1 ქ. 5 პ.), მურიჩი (14 წ. 13 ქ. 4 მ.), მორინა (18 წ. 4 ქ. 8 მ.), პრეპელიჩი (16 წ. 2 ქ. 3 პ.), ზ.დრაგიჩი (18 წ. 11 ქ. 5 მ.).
სლოვენია – მაკედონია 63:54 (20:21, 12:17, 15:15, 16:1)
სლოვენია: ბლაჟიჩი (26 წ. 10 ქ. 3 მ.), ვიდმარი (24 წ. 9 ქ. 10 მ.), პრეპელიჩი (20 წ. 3 ქ. 4 პ.), ბალაჟიჩი (25 წ. 1 ქ. 6 მ.), ზ.დრაგიჩი (18 წ. 11 ქ.); სლოკარი (18 წ. 8 ქ. 6 მ.), იოკსიმოვიჩი (27 წ. 11 ქ. 3 პ.), მურიჩი (5 წ.), დ.ლორბეკი (24 წ. 5 ქ.), ბეგიჩი (12 წ. 2 ქ. 3 მ.), მორინა (1 წ. 3 ქ.).