ცენტრალური მატჩი არ იყო, მაგრამ დაძაბულობით„სამედიცინო–აკადემია“ – „სოხუმის“ შერკინება არაფრით ჩამოუვარდებოდა
დღევანდელ სხვა მატჩებს. დრამატული მატჩი სოხუმელების ლამაზი გამარჯვებით დასრულდა
ეს გუნდები „ჭიათურასა“ და „დინამოსთან“ ერთად სუპერლიგის სუსტების
კასტას განეკუთვნებიან და ამიტომაც გამარჯვებაზე რეალურად მხოლოდ ერთმანეთთან
მატჩებში ფიქრობენ. „სამედიცინო–აკადემიასაც“ და „სოხუმსაც“ აქამდე თითო
გამარჯვება მოეპოვებინათ და ორთავეს „ჭიათურისთვის“ ეჯობნათ. ჰოდა, ერთმანეთთან
დაპირისპირებას უნდა გაერკვია, თუ რომელი უფრო მაღალ საფეხურზე ავიდოდა სუპერლიგის
ცხრილში. ორივე გუნდი დიდი მობილიზებით შეხვდა ამ შეხვედრას და ეს მატჩის
მსვლელობამაც დაადასტურა.
მატჩი გელა წულაძის „სამედიცინო–აკადემიისთვის“ საჩუქრით დაიწყო –
პირველივე წუთზე სათადარიგო სკამიდან მსაჯის შეურაცხყოფისთვის თამაშიდან გააძევეს
სოხუმელთა ერთ–ერთი გამოცდილი მოთამაშე ბუბა კვიმსაძე. მეორე გამოცდილი მოთამაშე
და ისიც ბუბა, გვარად ბერიშვილი, ვაჟა კვარაცხელიას გუნდს მწვრთნელობას უწევდა.
ბერიშვილი არიგებდა სოხუმელებს წუთშესვენებებზე და ბოლო მეოთხედში, როცა თამაში
უკიდურესად დაიძაბა, თავად შევიდა მოედანზე და თავისიანთა გამარჯვებაში სოლიდური
წვლილიც დაიდო.
წულაძის გუნდმა ისე კარგად დაიწყო თმაში, რომ საკუთარი უპირატესობა ანგარიშში
9:0 გამოხატა. მერაბ ბოქოლიშვილს სროლები წაუვიდა, ხოლო ნოდარ თენიეშვილიც
მოწოდების სიმაღლეზე იყო და მედიკოს–აკადემიელები დაწინაურდნენ.
პირველი მეოთხედის ბოლოსკენ სოხუმელებმაც დაალაგეს თამაში და
ძირიტადად შორი სროლებით სხვაობა 4–ქულამდე შეამცირეს.
მეორე ათწუთეული კვარაცხელიას გუნდის კარნახით წარიმარტა – ირაკლი
სორდია და ბექა ჩკვილაძეპერიმეტრიდან, ხოლო ირაკლი კობიძე ფარქვეშიდან უტევდა
წულაძის გუნდს. შედეგმაც არ დააყოვნა და დიდ შესვენებაზე სოხუმელები 9–ქულიანი
უპირატესობით გავიდნენ – 41:32.
მესამე პერიოდში უკვე „სამედიცინო–აკადემიამ“ იძალა და დალაგებული
თამაშის წყალობით გადამწყვეტი მეოთხედის წინ ლიდერობაც კი მოიპოვა – 54:53,
მაგრამ… ბოლო ათწუთეულს უნდა გადაეწყვიტა, რომელი გუნდი იმარჯვებდა და როგორც
აღმოჩნდა, ეს სოხუმელებმა დაიმსახურეს. ბოლო წუთები ძალიან დაძაბულად წარიმართა.
საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე აკადემიელები 3 ქულით იგებდნენ, თუმცა ამ დროს
მოედანზე მანამდე სოხუმელთა მწვრთნელად მყოფი ბუბა ბერიშვილი გამოჩნდა და
თავისიანთა თამაშს მეტი სიდინჯე შესძინა.
ბოლო წუთების გმირი კი სოხუმელტა უკანახაზელი ბექა ჩიკვილაძე გახდა,
რომელმაც გადამწყვეტ მომენტში 3 სამქულიანი ჩააგდო და წულაძის გუნდს წარმატების
ყველანაირი შანსი გადაუწურა.
მხოლოდ ჩიკვილაძის სრლოების გამო არ წაუგიათ მედიკოს–აკადემიელებს.
სოხუმელები თუ ვერ აგდებდნენ, აცილებულებს მაინც ხსნიდნენ და წულაძის გუნდს
თამაშის შემობრუნების შანსს უსპობდნენ. ამასობაში, დასრულებამდე 1 წუთით ადრე კვარაცხელიას გუნდის ლიდერობამ 10 ქულას მიაღწია
და ყველაფერიც გაირკვა. სოხუმელებმა პრინციპული მეტოქე დაამარცხეს და სუპერლიგაში
უკვე 2 გამარჯვებით იწონებენ თავს.
და ტურის ბოლო მატჩიც, რომელშიც აგრარული უნივერსიტეტის გუნდმა „დინამო“
გაანადგურა. ძნელია, ისეთ მატჩზე ილაპარაკო, რომელშიც სხვაობა 60 ქულას შეადგენს.
მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილმა სსაუ–მ ყველა კომპონენტში დაჯაბმა გაცილებით სუსტი
მეტოქე და სუპერლიგის მეოთხე საამსეზონო მატჩში მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.
აგრარული უნივერსიტეტი და „ენერჯი–ინვესტი“ დაუმარცხებლად ლიდერობენ ჩემპიონატს,
თუმცა ეს ვითარება დიდ ხანს არ გაგრძელდება. თუკი მანამდე დაუმარცხებლად ივლიან,
სსაუ და „ენერჯი“ ერთმანეთს პირველი წრის ბოლო, მე–9 ტურში შეხვდებიან და
სავარაუდოდ იმ მატჩში გამარჯვებული წავა საახალწლო არდადეგებზე სუპერლიგის ერთპიროვნული
ლიდერის რანგში.