“სოხუმი” ფინალისთვის იბრძოლებს

“სოხუმი” ფინალისთვის იბრძოლებს

„სოხუმმა“ ძალების დაზოგვითაც იოლად დაამარცხა „დინამო“ და B ჯგუფში
გალიდერდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფინალისტი ბოლო ტურში გამოვლინდება, რომელშიც
სოხუმელები მემორიალის მოქმედ ჩემპიონა „ენერჯი–ინვესტს“ შეხვდებიან.

სოხუმელთა შემადგენლობაში არ უთამაშია გუნდის ლიდერ ლაშა ფარღალავას.
მხოლოდ 5 წუთს იმყოფებოდა მოედანზე ამერიკელი მეფარე რიჩარდ დამუსი. მიუხედავად
ამისა, ვაჟა კვარაცხელიას გაწვრთნილმა გუნდმა „დინამოს“ შანსი არ დაუტოვა.
სოხუმელებმა ყველა მეოთხედი მოიგეს, რამაც მთლიანობაში 28 ქულა ქულა შეადგინა.

სოხუმელთა შემადგენლობაში 22 ქულით ირაკლი შანიძე გამოირჩა,
ამერიკელმა იუჯინ ჰარისმა კი 21 დააგროვა. ორმაგი დუბლით გამოირჩა ირაკლი სორდია,
რომელმაც 10–10 ქულა–მოხსნა მიითვალა.

 

ბოლო ტურის კალენდარი:

სსაუ – თსსუ            12:00

დინამო – სტუ         14:00

ენერჯი – სოხუმი    16:00

შსს – თსუ                18:00

მიხეილ
ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალი. რუსთავი. 20 იანვარი

დინაო 63:91 სოხუმი

15:24 13:18 17:32 18:17

დინამო:
ივანეიშვილი (11), ეძგვერაძე (11), პატარაია (6), თვაური (7), გლუნჩაძე (2),
შალიკიანი, ცაგარეიშვილი, ალხანაიძე (11), თავამაიშვილი (4), გულდედავა (2),
ჩაველაშვილი (9)

სოხუმი: ჰარისი
(21), ჩლაიძე (4), კვეტენაძე (7), შანიძე (22ქ, 8 მოხსნა), სორდია (10ქ, 10მ),
კანკია (8მ), კოპალიანი (9),რ. დამუსი, ანთაძე (12), კვარაცხელია (6)

მსაჯები: ზაზა
მაჩალაძე, კ. კუპატაძე

კომისარი: როლანდ ხომერიკი

B ჯგუფი

სოხუმი                      2          2          0          195:138           4

ენერჯი                      2          2          0          150:117           4

სტუ                            2          0          2          159:180           2

დინამო                      2          0          2          106:165           2