ანთალიაში შეკრებაზე მყოფმა „სოხუმმა“ მეორე საკონტროლო მატჩიც მოიგო.
ვაჟა კვარაცხელიას გაწვრთნილმა გუნდმა 6 იანვარს „მურატფაშა“ გაანადგურა, დღეს კი
თურქეთის ჩემპიონატის მეორე ლიგის ლიდერთაგანი – ანთალიის „კეპეზი“ დაამარცხა.
სოხუმელებს საკმაოდ სერიოზული მეტოქე ჰყავდათ. „კეპეზი“ თურქეთის
ჩემპიონატის მეორე ლიგაში 9 მოგებითა და 3 წაგებით მეორე ადგილზეა და უმაღლეს
ლიგაში აღსაზევებლად იბრძვის. ანთალიურმა გუნდმა საკუთარ – „კეპეზ არენაზე“
უმასპინძლა აღნიშნულ შეხვედფრას, რომელიც ვაჟა კვარაცხელიას გაწვრთნილმა გუნდმა საკმაოდ
დაძაბულ ბრძოლაში – 92:86 მოიგო.
სოხუმელთაგან წინა მატჩის დარად კვლავ ლაშა ფარღალავა გამოირჩა,
რომელიც ყველაზე შედეგიანი იყო 35 ქულით. იუჯინ ჰარისმა 18 ქულა მიითვალა, ხოლო ირაკლი
სორდიამ და რიჩარდ დამუსმა სოხუმელებს 12–12 ქულა შეაწიეს.
„სოხუმი” სამშობლოში 15 იანვარს მოემგზავრება, მანამდე კი კიდევ ერთი
საკონტროლო მატჩი აქვს დაგეგმილი – სოხუმელების გუნდს ყველაზე სერიოზული მეტოქე
ელის: თურქეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მე–6 ადგილზე მყოფი „ანთალია ბუიუქზეჰირი“.