სპარინგ-მატჩი ჩინეთში: ჩინეთი – საქართველო 85:80

სპარინგ-მატჩი ჩინეთში: ჩინეთი – საქართველო 85:80

ჩინეთში საწვრთნელ შეკრებაზე მყოფმა საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბოლოსწინა მატჩი მასპინძლებთან გამართა.18 და 20 წლამდელთა გაერთიანებული ქართული ნაკრები ღირსეულად ებრძოლა მასპინძლებს და გამარჯვებასთანაც ახლოს იყო, თუმცა საჩვენო შედეგის დაფიქსირებას საშველი არ დაადგა. როგორც ჩვენი ნაკრების მენეჯერი, გიორგი ბუცხრიკიძე ჩინეთიდან გვატყობინებს, მსაჯობა არ ყოფილა ობიექტური და ბოლო წუთებზე, როცა მატჩის ბედი წყდებოდა, მასპინძლებმა არბიტრების დახმარებით გამარჯვებას მიაღწიეს.

მატჩის საბოლოო ანგარიშია 85:80 – ჩინელების სასარგებლოდ. ბოლო პერიოდის წინ ანგარიში თანაბარი – 58:58 გახლდათ. გადამწყვეტ მომენტში ჩინელებმა იძალეს და საბოლოოდ 5 ქულით გაიმარჯვეს. ქართველების საამაყოდ უნდა აღინიშნოს, რომ მასპინძელთა სოლიდურ ნაკრებთან ბოლომდე იბრძოლეს და მოგების რეალურ შანსსაც ფლობდნენ, თუმცა…
საქართველოს ნაკრებში 25 ქულით დავით ლომიძე გამოირჩა. 14 ქულა დააგროვა მაიზერ რევაზაშვილმა, ხოლო ლუკა გიორგაძისა და სოსო გოგნაძის ანგარიშზე 10-10 ქულა დაგროვდა. ხვალ, 2 მაისს, საქართველოს ნაკრები ლიტვას შეხვდება და ამ მატჩით ჩინურ ოდისეას დაასრულებს.
 
საერთაშორისო ტურნირი. 30 აპრილი – 2 მაისი. ინინგი ჩინეთი 85:80 საქართველო 22:17, 13:24, 23:17, 27:22
  საქართველო: გოგნაძე (28წ, 10ქ), ფიფია (4 წუთი, 2 ქულა), ლომიძე (34წ, 25ქ), ფევაძე (20წ,75ქ), გვიანაძე (2 წუთი, 1 ქულა), ცხოვრებოვი (15 წუთი), კორსანტია (18წ, 7 ქულა), რევაზაშვილი (15წ,14 ქულა), ზაქრაძე (28 წუთი, 4 ქულა, 8 პასი), გიორგაძე (38 წუთი, 10 ქულა)