საკალათბურთო „ა“ ლიგის შესარჩევი ეტაპი იწყება. ტურნირში მონაწილეობას 11 გუნდი მიიღებს, რომლებიც „ა“ლიგის 6 საგზურისთვის იბრძოლებენ.
შესარჩევ ტურნირში შემდეგი გუნდები ითამაშებენ:
თსუ, არენა 76, კაკტუსი, წყალტუბო, მარნეული, სეუ-ჰიუნდაი, კრისტალი, გაბლ (სამოყვარულო ლიგის გუნდი), აკადემია, ნიკეა, გორის „დილა“.
კენჭისყრის შედეგად 11 გუნდი 3 ჯგუფში გადანაწილდა. ჩატარდება 1 წრე, რის შემდეგაც თითოეული ჯგუფის 2 საუკეთესო გუნდი მეოთხედფინალში გავა.
მეოთხედფინალის დარჩენილ 2 საგზურს ჯგუფების მესამეადგილოსნები და 1 საუკეთესო მეოთხეადგილოსანი საკვალიფიკაციო მატჩში გაითამაშებენ.
მეოთხედფინალის გამარჯვებული 4 გუნდი „ა“ ლიგის საგზურს მიიღებს. დარჩენილი 2 ადგილისთვის კი მეოთხედფინალში დამარცხებული გუნდებისაკვალიფიკაციო მატჩებში იბრძოლებენ.
საკალათბურთო ,,ა’’ ლიგის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრა დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ჩატარდა და მას ყველა მონაწილე გუნდის წარმომადგენლები დაესწრნენ.