2 ივლისს, სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო დღე ოლიმპიურ კომიტეტში აღინიშნა. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ ჟურნალისტები დააჯილდოვა და არჩილ გოგელიას ახალი წიგნის – “ბილიკის” პრეზენტაცია მოაწყო. ზურაბ თალაკვაძეს (“ათიანი“, “24 საათი“, კლუბ „მგზავრები-არმიას“ მედია-ოფიცერი) და ვაჟა დანელიას (“ლელო“) ნოდარ გუგუშვილის სახელობის პრემია გადაეცათ. ლაშა სალუქვაძე (“სილქსპორტი“) კოტე მახარაძის პრემიით დააჯილდოვეს, ვასილ ბალახაძეს (“ლელო“) ნუგზარ შატაიძის, ფოტოგრაფ გოგიტა ბუხაიძეს გურამ თიკანაძის, ხოლო პაატა გელაშვილს მიხეილ კაკაბაძის პრემია გადასცეს. ღონისძიებას სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი გია გორგოძე უძღვებოდა. სპორტულ ჟურნალისტებს ჟურნალისტთა საერთაშორისო დღე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ, ასევე ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა და გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა მიულოცეს.