სსაუ–მ მემორიალი მაჟორულ ნოტაზე დაასრულა

სსაუ–მ მემორიალი მაჟორულ ნოტაზე დაასრულა

მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალი. რუსთავი. 21 იანვარი
 
სსაუ 91:89 თსსუ
ძირითადი დრო: 77:77
24:16 11:25 18:20 24:16 14:12
სსაუ: ტეტელაშვილი (2), ნანიტაშვილი (3), სიგუა (10), ჩაჩანიძე (27), ხანიაშვილი (26), გემაზაშვილი (10), ჯავახიშვილი (5), მუმლაძე (4), არწივიძე (4)
თსსუ: გულისაბედაშვილი (12ქ, 6ჩ), ჩაჩიბაია (2), ი. ლეჟავა, თავართქილაძე (5ქ, 9პ), ბექაური (8), ნინიაშვილი (4), კეიდია (5), ჭოჭუა (15ქ, 6პ), დვალიშვილი (21ქ, 7მ), თენიეშვილი (17ქ, 8მ)
მსაჯები: ზაზა მაჩალაძე, კახა კუპატაძე
კომისარი: გია სანაძე
 
სსაუ–ს და თსსუ–ს შეხვედრა სატურნირო თვალსაზრისით არაფერს წყვეტდა, მაგრამ ამ მატჩს ორივე გუნდის ახალდანიშნული მწვრთნელისთვის მნიშვნელობა ჰქონდა. გია კაზანჯიანმა ახალ გუნდთან პირველი გამარჯვება მოიპოვა და მემორიალი მაჟორულ ნოტაზე დაასრულა.
შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა – განსაკუთრებით კი მისი ბოლო მეოთხედი, რომლის ბოლოსაც გამარჯვებული ვერ გამოვლინდა და შეხვედრა დამატებით დროში გაგრძელდა. სსაუ–ს ჯერ კიდევ ძირითად დროში შეეძლო მოგება, მაგრამ საფინალო სირენამდე 1 წამით ადრე საჯარიმოს ხაზზე დამდგარმა დავით არწივიძემ 2–დან მხოლოდ 1 სროლა ჩააგდო და ანგარიში გათანაბრდა – 77:77.
 

 
დამატებითი დროის პირველივე წუთზე სსაუ–მ სოლიდური უპირატესობა მოიპოვა. მედიკოსებმა არასპორტული და და ტექნიკური ჯარიმა მიიღეს, ნორად სიგუამ ოთხივე საჯარიმო ჩააგდო, რასაც ჩაჩანიძემ ზუსი სამქულიანი მოაყოლა და აგრარული უნივერსიტეტის გუნდი 8 ქულით დაქწინაურდა. დარჩენილ დროში თსსუ ეცადა, მაგრამ თამაშის გადარჩენა ვეღარ შესძლო. მედიკოსებს ყველაზე სარგებლიანი მოთამაშე აკაკი დვალიშვილი საჯარიმოების ლიმიტის ამოწურვის გამო აკლდათ, ხოლო დამატებით დროში ანალოგიური მიზეზის გამო მიხეილ ჭოჭუაც გავარდა.
 
სსაუ–ში თავი რევაზ ჩაჩანიძემ და გიორგი ხანიაშვილმა გამოიჩინეს. პირველმა 27 ქულა ჩააგდო, ხოლო მეორემ – 26. ამავე A ჯგუფის მეორე შეხვედრაში, 18 საათზე, ერთმანეთს თსუ და შსს შეხვდებიან და გამარჯვებული ფირველ ადგილთან ერთად ფინალის საგზურს მოიპოვებს.