სტატისტიკის წესები: რა არის პასი

სტატისტიკის წესები: რა არის პასი

ყველასთვის და განსაკუთრებით მოთამაშეებისთვის საინტერესო უნდა იყოს ის წესები, რითაც მატჩების მომსახურე მდივნები ხელმძღვანელობენ სტატისტიკის აღრიცხვისას. არსებობს სახელმძღვანელო, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევაში უნდა დაეწეროს მოთამაშეს პასი,
 
მოხსნა, დაფარება და ზოგადად, ყველა სტატისტიკური მონაცემი. გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ სტატისტიკური მონაცემების განმსაზღვრელი ფიბა–სეული წესები. დავიწყოთ ყველაზე საორჭოფო რამით – პასებით. ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს მრავალმხრივი შეხედულება, თუ რა დროს უნდა ჩაითვალოს შედეგიანი გადაცემა და რა დროს არა. ყველა პასი ხომ არ არის შედეგიანი, ჰოდა, შედეგიან პასს, რომელიც ოქმში იწერება, ფიბა ასისტირებად მოიხსენიებს. მაშ ასე, ვნახოთ, ფიბა–ს განსაზრვრებით, რას წარმოადგენს ასისტირება…ასისტირება წარმოადგენს პასს, რომელიც უშუალოდ იწვევს ბურთის ჩაგდებას (შედეგიან ტყორცნას) თანაგუნდელის მიერ. ანუ პასი ითვლება შედეგიანად (ასისტირებად) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოთამაშე, რომელიც აგდებს ბურთს, თანაგუნდელისგან ბურთის მიღების შემდეგ კალათის მიმართულებით ახდენს მყისიერ რეაქციას. მხოლოდ 1 ასისტირება შეიძლება იქნას დარიცხული ნებისმიერი ზუსტი ტყორცნისას. „ბოლოდან მეორე“ პასიც კი, რომელიც იწვევს შედეგიან თამაშს, არ ითვლება ასისტირებად. არ არის აუცილებელი, რომ ასისტირებას რაიმე გამორჩეული პასის სახე ჰქონდეს.ასისტირება ფიქსირდება მაშინ, როდესაც გადაცემა კეთდება თანაგუნდელის მიმართ, რომელიც სტყორცნის და ათავსებს ბურთს მეტოქის კალათში – რაც გულისხმობს მტყორცნელის მომენტალურ ზრახვას, ბურთის მიღების დროს, განახორციელოს სროლა და ეს ზრახვა შენარჩუნებულია მანამ, სანამ მოხდება ტყორცნა. არ არის აკრძალული ასისტირების ჩათვლა, როდესაც მტყორცნელი უთმობს გარკვეულ დროს წონასწორობის მიღებას ან ახორციელებს რაიმე მცირე ქმედებას ტყორცნამდე, რომელიც გულისხმობს იმას, რომ შემტევი მუდმივად აპირებს სროლას.პასი, რომელიც კეთდება ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ მოთამაშეზე, მაგრამ პასის მიმღები განიხილავს შეტევის სხვა შესაძლებლობებსაც, სანამ გადაწყვეტს ტყორცნას და ბურთის ჩაგდებას, არ წარმოადგენს ასისტირებას. ბურთის ჩაგდება არის მხოლოდ მტყორცნელის და არა მეპასის მოქმედების შედეგი. ასისტირება ირიცხება მაშინ, როდესაც გადაცემა ქმნის საბოლოო შესაძლებლობას ტყორცნისთვის. თუ მტყორცნელი თავად ქმნის სროლის შესაძლებლობას, მაშინ არანაირი ასისტირება არ უნდა დაირიცხოს.ტყორცნის დისტანცია, ნაირსახეობა და სიადვილე, რომლითაც მსროლელი ასრულებს ტყორცნას, არ წარმოადგენს ფაქტორებს, რითაც შეიძლება განისაზღვროს, არის თუ არა პასი ასისტირება. ანალოგიურად, დრიბლინგის (ბურთის იატაკზე დარტყმის) რაოდენობა, რომელსაც მიმართავს მოთამაშე ბურთის ჩაგდებისას, ასევე არ არის გადამწყვეტი ფაქტორი, თუ მისი ძალისხმევა ისეთია, რომ თქვენ შეგიძიათ დაადგინოთ, მთელი მისი ქმედება კალათის დალაშქრისათვის იყო განზრახული და არა პასის გაკეთებისთვის.გადაცემა ნახევარ მოედანზე იმ მოთამაშის მიმართ, რომელიც მიემართება უშუალოდ კალათისკენ, რათა ახლო მანძილიდან დალაშქროს იგი,ასევე წარმოადგენს ასისტირებას. მაგრამ თუ მოთამაშე შეცვლის მარშრუტს და დაიწყებს დაცვაში მყოფი მეტოქეების მოტყუებას, მაშინ ასისტირება არ ირიცხება.სტატისტიკოსს უნდა ახსოვდეს და მხედველობაში ჰქონდეს, რომ რაც მეტს მოიმოქმედებს მსროლელი ტყორცნის განსახორციელებლად, მით უფრო ნაკლებად სავარაუდოა, რომ პასი ასისტირებად ჩაითვლება.ასისტირება შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გადაცემის შემდეგ, თუკი კალათთან მდგარი მოთამაშე დაგვანახებს, რომ მისი მხრიდან უმალ იქნა გამოჩენილი რეაქცია ტყორცნის განხორციელების მიზნით.ზემოთ მოყვანილი განმარტებების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, ასისტირება არ ირიცხება მხოლოდ იმიტომ, რომ ეს იყო ბოლო გადაცემა ჩაგდების წინ ან იმიტომ, რომ ეს უბრალოდ „კარგი პასი“ იყო. განმსაზღვრელ ფაქტორად ასისტირების მინიჭებისას უნდა ჩაითვალოს მტყორცნელის მიერ განხორციელებული ქმედებების რაოდენობა და მის მიერ ტყორცნის (ჩაგდების) ზრახვის გამომჟღავნების მყისიერება.მაგალითები:1. დაცვაში გაკეთებული მოხსნის და ბურთის დაუფლების შემდეგ A5–მა გააკეთა ზუსტი გადაცემა მთელი მოედნის გასწვრივ A4–ის მიმართულებით, რომელმაც ააცილა ახლო მანძილიდან, მაგრამ ჰქონდა საკმარისი დრო საიმისოდ, რომ მოეხსნა ბურთი და განმეორებითი მცდელობით ჩაეგდო. არანაირი ასისტირება არ ირიცხება, ვინაიდან სროლა და შეტევაში მოხსნა პასსა და ჩაგდებას შორის იყო.2. A5–მა გააკეთა გადაცემა A4–ზე, რომელიც დაყოვნდა, შეხედა უკეთეს პოზიციაზე მდგომ თანაგუნდელს პასის მიცემის მიზნით, მაგრამ გადაიფიქრა, თავად ესროლა და ჩააგდო.არანაირი ასისტირება არ იწერება, ვინაიდან A4–მა არ გამოამჟღავნა შეტევის მყისიერი რეაქცია.3. A5–მა გააკეთა პასი A4–ზე, რომელმაც ბურთი ერთხელ დაარტყა იატაკზე, რათა შეტევისთვის ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩენილიყო და შემდეგ სტყორცნა შედეგიანად.ჩაუთვალეთ ასისტირება A5–ს იმის გათვალისწინებით, რომ A4–ს ბურთის მიღებისთანავე ჰქონდა ტყორცნის გაკეთების განზრახვა.4. A4–მა მთელი მოედნის გასწვრივ გაუკეთა ჩინებული გადაცემა A5–ს, რომელმაც მხოლოდ გადასცა ბურთი A3–ს, რათა ამ უკანასკნელს ახლო მანძილიდან ჩაეგდო.მიუხედავად იმისა, რომ A4–ის გადაცემამ შექმნა ბურთის ჩაგდების სიტუაცია, ეს არ გახლდათ ჩაგდებამდე გაკეთებული ბოლო გადაცემა და ამიტომ ასისტირება უნდა ჩაეთვალოს არა A4–ს, არამედ A5–ს.5. A3–მა გადასცა პასი A5–ს, რომელმაც შეასრულა ცრუმოძრაობა, მოტრიალდა, ერთხელ დაარტყა ბურთი ძირს და ჩატენა კალათში.ასისტირება არ ირიცხება, რადგან A5–მა თავად შექმნა კალათში ბურთის ჩაგდების სიტუაცია.6. A1–მა დაცვაში ჩაჭრა ბურთი, გააკეთა პასი A2–ის მიმართულებით, რომელიც იმყოფებოდა მოედნის შუა ხაზზე, ოღონდ მცველთა ზურგს უკან. ამის შემდეგ A2–მა ნახევარი მოედანი მეტოქის ფარამდე დრიბლინგით გაიარა და ისე, რომ ხელს არავინ უშლიდა, ბურთი კალათში მოათავსა.დაუწერეთ ასისტირება A1–ს.7. A1–მა შეიყვანა ბურთი თამაშში პირითი ხაზიდან (მეტოქის ფარის უკნიდან) და გადასცა პასი A2–ს, რომელმაც იგი მყისიერად კალათში მოათავსა.ჩაუთვალეთ ასისტირება A1–ს.დროთა განმავლობაში შემოგთავაზებთ სხვა სტატისტიკური მაჩვენებლების განმსაზღვრელ წესებსა და მაგალითებს.