სტუ–მ “დინამოს” ბოლოს მოუგო

სტუ–მ “დინამოს” ბოლოს მოუგო

ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა ქორქია–საკანდელიძის მემორიალი
გამარჯვებით დაასრულა. ტექნიკოსები მატჩის უმეტესობა ჩამორჩებოდნენ დინამოელებს,
თუმცა ბოლო მეოთხედში იყოჩაღეს და საბოლოოდ 6 ქულით გაიმარჯვეს.

მატჩის საწყისი მეოთხედი დინამოელებმა 21:10 მოიგეს. თუმცა თამაშის
განახლების შემდეგ დავით თორთლაძის შეგირდებმა ვერ მოახერხეს მოპოვებული ლიდერობის
განმტკიცება. მეორე მეოხედი უკვე სტუ–მ მოიგო, ოღონდ 9 ქულით და დინამოელებს დიდი
შესვენებისთვის 2–ქულიანი უპირატესობა შერჩათ – 35:33.

მესამე პერიოდში თეიმურაზ თავამაიშვილის აქტიურობით „დინამომ“ ლიდერობა
გაზარდა და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 7 ქულით დაწინაურდა.  თუმცა სტუ–მ არ დაანება და გუნდური თამაშის
წყალობით ბოლო 10 წუთი 22:9 იმარჯვა, რითაც სასურველ შედეგს მიაღწია.  შედეგად, ტექნიკოსებმა ტურნირი დაასრულეს. B ჯგუფის
გადამწყვეტი შეხვედრა რუსთავის „ქიმიკოსთა“ დარბაზში 16 საათზე დაიწყება, რომელშიც
„ენერჯი–ინვესტი“ და „სოხუმი“ ჯგუფიში პირველი ადგილისთვის იბრძოლებენ.

მიხეილ
ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალი. რუსთავი. 21 იანვარი

 

დინამო 62:68 სტუ

21:10
14:23 18:13 9:22

დიანამო: ივანეიშვილი
(3), ეძგვერაძე (13), პატარაია (10), თვაური (7), გლუნჩაძე, შალიკიანი, ალხანაიძე
(1), თავამაიშვილი (21ქ, 7მ), გულდედავა (2), ჩაველაშვილი (5)

სტუ: ჭოხონელიძე,
ვ. ბერუაშვილი (11ქ, 12მ), ჩიკვილაძე (11), გასიტაშვილი (4), მაჩალაძე (2)
თევზაძე, კობიძე (8ქ, 12მ), ჯანგველაძე (14), ლაშქარაძე (7), ძიძიგური (4),
ახალკაცი (7)

მსაჯები: მაკა
კუპატაძე, გურამ მიქელაძე

კომისარი: გია
სანაძე