ენერჯი ინვესტმა მოიგო, ვითას პირველი გამარჯვება
ენერჯი ინვესტი – თსუ 97:67
29:14, 19:20, 22:18, 27:15ენერჯი ინვესტი: რივერსი (28 ქ. 8 პ. 6 მ. 3 ჩ), ბაბიაშვილი (16 ქ. 5 მ), სტეფანოვი (14 ქ. 17 მ), ლეჟავა (10 ქ), გამყრელიძე (9 ქ. 4 პ. 3 მ. 3 ჩ), ბოისა (8 ქ. 6 მ).თსუ: ხეცურიანი (23 ქ. 6 მ. 4 პ. 3 ჩ), მათიაშვილი (14 ქ. 10 მ. 2 პ. 2 დ. 2 ჩ), კეიდია (9 ქ. 6 მ), ჩიტაშვილი (5 ქ. 16 მ. 4 პ. 4 ჩ).
რუსთავში მასპინძლებს ფიბას თასზე თამაშამდე უკანასკნელი რეპეტიცია ჰქონდათ. მასპინძლებმა იოლად მოიგეს, მათი უკანახაზელი ბელტონ რივერსი კი შეუდარებელი იყო. ამერიკელმა 12 სამქულიანიდან 8 გამოიყენა და 8 შედეგიანი გადაცემითაც გამოიჩინა თავი. რაც შეეხება თსუ-ს, მათ რიგებში მხოლოდ შიო ხეცურიანი და მიხეილ ჩიტაშვილი გამოირჩეოდნენ, მომენტებში კი რიჩარდ მათიაშვილიც აქტიურობდა.
ვითა – მაკაბი 74:6110:21, 25:8, 19:15, 20:17ვითა: ბეჟანიშვილი (23 ქ. 9 მ. 2 ჩ), მიხეილ ბერიშვილი (15 ქ. 9 მ. 2 ჩ), ნიკოლოზ ნოზაძე (10 ქ. 2 ჩ), მარკოიშვილი (8 ქ. 5 მ), ბერძენიშვილი (7 ქ. 11 მ. 4 ჩ), მარხვაშვილი (7 ქ. 7 პ. 3 ჩ).მაკაბი: გიორგი შერმადინი (27 ქ. 13 მ. 3 პ. 2 დ), სოსო შერმადინი (8 ქ. 8 მ), ირაკლი ბერიშვილი (8 ქ. 4 პ. 3 მ. 3 ჩ), სორდია (7 ქ. 5 მ. 2 პ. 2 ჩ).
“მაკაბიმ” შესანიშნავად დაიწყო შეხვედრა და პირველი მეოთხედი 11 ქულით მოიგო, მერე კი ბევრად გამოცდილი მოთამაშეებით დაკომპლექტებულმა “ვითამ” შეხვედრის მსვლელობაში გარდატეხა შეიტანა და მეორე მეოთხედიდან მოყოლებული ბევრად დალაგებული თამაშით წინ გასვლა მოახერხა. გიორგი შერმადინმა პირველ მეოთხედში 10 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი კი გააკეთა, მაგრამ მერე და მერე მეტოქემ მისი შეჩერაბა მოახერხა, ბოლოს კი შერმადინი ტექნიკური ფოლით გავარდა. გუნდებმა ჯამში 41 შეცდომით დაასრულეს შეხვედრა (“მაკაბი” – 25).
თბილავიამშენი – დინამო 105:6222:16, 24:21, 27:4, 32:21თბილავიამშენი: ნიკოლაძე (31 ქ. 6 მ. 3 პ), როდუმტა (19 ქ. 7 მ. 3 დ), კვიმსაძე (16 ქ. 3 მ. 2 პ. 2 ჩ), ხოშტარია (9 ქ. 4 მ. 4 პ. 3 ჩ), ნინიაშვილი (9 ქ. 3 მ).დინამო: დავით მაისურაძე (19 ქ. 8 მ. 3 ჩ), ახალკაცი (12 ქ), ნანიტაშვილი (7 ქ. 3 მ. 3 პ), ლაფანაშვილი (7 ქ. 4 პ).
ყველაფერი მესამე მეოთხედში გადაწყდა, როდესაც “დინამომ” თამაშიდან ერთადერთი ტყორცნა გამოიყენა და 4:27 დათმო ეს მონაკვეთი. “თბილავიამშენში” სეზონში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა მსროლელმა გიორგი ნიკოლაძემ, რომელმაც 4-დან 4 სამიანი ჩააგდო. ასევე შესანიშნავად შეასრულა შორეული სროლები ბუბა კვიმსაძემ, ვისაც 5-დან 4 იდენტური ტყორცნა დაუგროვდა. ვერ ითამაშა კოტე ტუღუშმა, რომელმაც 16 წუთში 4 ფოლი მიიღო და საბოლოოდ, სუპერლიგის მოქმედმა საუკეთესო მოთამაშემ მატჩი 5 ქულით, 5 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემითა და 2 შეცდომით დაასრულა. “დინამომ” 24 სამიანიდან 17 ვერ გამოიყენა და მატჩი 22 შეცდომით დაასრულა.
სატურნირო მდგომარეობა
1. ენერჯი ინვესტი 2:0 2. თბილავიამშენი 1:13. ვითა 1:14. მაკაბი 1:15. თსუ 1:16. დინამო 1:1
ტურის მოვლენები
საუკეთესო მოთამაშე – ბელტონ რივერსი (ენერჯი ინვესტი)
საუკეთესო მექულე – 31, გიორგი ნიკოლაძე (თბილავიამშენი).
საუკეთესო მომხსნელი – 17, იოვან სტეფანოვი (ენერჯი ინვესტი).
საუკეთესო მეპასე – 8, ბელტონ რივერსი (ენერჯი ინვესტი).
საუკეთესო ჩამჭრელი – 4, დავით ბერძენიშვილი (ვითა).
საუკეთესო დამფარებელი – 3-3, ანვარ ფერგიუსონი (ენერჯი ინვესტი), პლასიდე როდუმტა (თბილავიამშენი).
სიმბოლური ხუთეული – გიორგი ნიკოლაძე, ბელტონ რივერსი, ვლადიმერ ბეჟანიშვილი, იოვან სტეფანოვი, პლასიდე როდუმტა.