თსუ თბილავიამშენს უგებს, ენერჯი ინვესტი დაუმარცხებელია
თბილისის სპორტის სასახლეში დასრულდა სუპერლიგის მესამე ტური, რომელიც რუსთავში, “ენერჯი ინვესტისა” და “მაკაბის” შეხვედრით გაიხსნა.რუსთაველები ფიბას თასზე განმეორიბითი შეხვედრის წინ უკანასკნელ შეხვედრას ატარებდნენ. არაჩვეულებრივად ითამაშა მათმა ამერიკელმა ლეგიონერმა ბელტონ რივერსმა, რომელმაც 30 ქულას 8 პასი და 7 შედეგიანი გადაცემა დაურთო, ხოლო საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გამყრელიძემ კი ბოლო მეოთხედში 14 ქულა დააგროვა და “მკაბის” მატჩის გადარჩენის შანსი არ მისცა.“მაკაბის” შემადგენლობაში კარგი შეხვედრა ჩაატარეს მებმა შერმადინებმა, თუმცა გიორგი ამჯერადაც (ზედიზედ მესამე შეხვედრაში) გავარდა დამ ის გარეშე სტუმრებს ბოლო 5 წუთში გაუჭირდათ. სოსომ კი 20 ქულით ამ სუპერლიგაში პირადი რეკორდი დაამყარა.კვირას კი ორივე შეხვედრა დაძაბული გამოდგა.“დინამომ” ძალიან კარგად ჩაატარა მთელი შეხვედრა “ვითას” წინააღმდეგ და მხოლოდ დამატებით დროში დამარცხდა. გულივერ ახალკაცმა ორი ზუსტი საჯარიმოთი ოვერტაიმში ანგარიში 62:62 გახადა, თუმცა “ვითას” ბოლო შეტევა გუნდსი კაპიტანმა ვლადიმერ ბეჟანიშვილმა ზუსტი სროლით დაასრულა და გუნდმა ურთულესი შეხვედრა მოიგო.
არანაკლებ დაძაბული იყო ტურის ცენტრალური მატჩი, სადაც თსუ-მ “თბილავიამშენს” ბოლო წამებზეღა აჯობა. მიხეილ ფანჩულიძემ 32 ქულით სუპერლიგის პირადი რეკორდი დაამყარა, ხოლო “თბილავიამშენში” კი კოტე ტუღუშს ცოტა დააკლდა სამმაგ დუბლამდე. საბოლოოდ, 8:83 თსუ-ს სასარგებლოდ, ლევან მოსეშვილის გუნდმა კი უკვე მეორე შეხვედრა დათმო.
ენერჯი ინვესტი – მაკაბი 101:9226:24, 17:19, 28:16, 30:33ენერჯი ინვესტი: რივერსი (30 ქ. 8 პ. 7 მ. 4 ჩ), გამყრელიძე (23 ქ. 4 პ. 3 ჩ. 3 მ), სტეფანოვი (23 ქ. 8 მ).მაკაბი: გ. შერმადინი (25 ქ. 19 მ. 5 დ), ს. შერმადინი (20 ქ. 8 მ. 2 დ), სორდია (13 ქ).
თსუ – თბილავიამშენი 87:83 19:24, 31:19, 23:14, 14:26თსუ: ფანჩულიძე (32 ქ. 4 მ. 2 ჩ), ხეცურიანი (16 ქ. 3 მ), კეიდია (15 ქ. 5 მ), მათიაშვილი (15 ქ. 17 მ. 3 ჩ), ჩიტაშვილი (6 ქ. 7 ჩ. 6 პ).თბილავიამშენი: ტუღუში (19 ქ. 8 მ. 7 პ), ნიკოლაძე (19 ქ. 5 მ), ნინიაშვილი (15 ქ. 7 მ).
ვითა – დინამო 65:62 ო.ტ.19:12, 13:21, 10:15, 12:6, 8:11ვითა: ბეჟანიშვილი (20 ქ. 8 მ), ბერძენიშვილი (11 ქ. 6 მ. 2 ჩ), მ. ბერიშვილი (10 ქ. 7 მ. 3 პ. 2 ჩ).დყნამო: ჟღენტი (14 ქ. 2 ჩ), ლაფანაშვილი (14 ქ. 10 მ), გულისაბედაშვილი (13 ქ. 4 მ. 4 პ. 4 ჩ).
სატურნირო მდგომარეობა
1. ენერჯი ინვესტი 3:02. ვითა 2:13. თსუ 2:14. მაკაბი 1:25. თბილავიამშენი 1:26. დინამო 0:3
სტატისტიკური ლიდერები
ქულა – 32, მიხეილ ფანჩულიძე (თსუ)მოხსნა – 19, გიორგი შერმადინი (მაკაბი)პასი – 7, ბელტონ რივერსი (ენერჯი ინვესტი)ჩაჭრა – 7, მიხეილ ჩიტაშვილი (თსუ)დაფარება – 5, გიორგი შერმადინი (მაკაბი)წუთი – 40, კოტე ტუღუში (თბილავიამშენი), ირაკლი ბერიშვილი (მაკაბი), ბელტონ რივერსი (ენერჯი ინვესტი)