ცენტრალური მატჩი თბილავიამშენმა მოიგო
მაკაბი – თსუ 79:8219:22, 18:17, 15:25, 27:18მაკაბი: გ. შერმადინი (32 ქ. 20 მ. 7 პ. 2 ჩ. 1 დ), სორდია (13 ქ. 2 მ. 2 პ), ი. ბერიშვილი (13 ქ. 2 მ), ს. შერმადინი (7 ქ. 4 მ).თსუ: არწივიძე (19 ქ. 3 მ. 2 ჩ), კეიდია (16 ქ. 6 მ), ხეცურიანი (15 ქ. 6 პ. 5 მ. 2 ჩ), ფანჩულიძე (14 ქ. 3 ჩ. 2 მ), მათიაშვილი (5 ქ. 7 მ. 2 ჩ).
“მაკაბის” ლიდერმა გიორგი შერმადინმა სუპერლიგის მიმდინარე სეზონის ორი რეკორდი დაამყარა – მან 28 საჯარიმო შეასრულა (1) და 22 გამოიყენა (2), თუმცა თსუ-ს დასამარცხებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. სტუდენტები “მაკაბიზე” გუნდურ კალათბუირთს თამაშობდნენ და აღსანიშნავია მათი გამთამაშებლის, დავით არწივიძის ამ სეზონში ყველაზე შედეგიანი თამაში – მან 19 ქულა დააგროვა და 10 სამქულიანიდან ზუსტად ნახევარი გამოიყენა.“მაკაბიმ” მეტოქეზე თითქმის ორჯერ მეტი (42/23) საჯარიმო შეასრულა, მაგრამ თსუ-მ მეტოქეზე ბევრად ნაკლები შეცდომა დაუშვა (11/28) და საბოლოოდ, უფრო აკურატული თამაშით გამარჯვება მოიპოვა.
დინამო – ენერჯი ინვესტი 64:9118:28, 15:14, 14:24, 17:25დინამო: ახალკაცი (16 ქ. 9 მ), გულისაბედაშვილი (16 ქ. 6 მ. 2 პ. 2 ჩ), ლაფანაშვილი (9 ქ. 12 მ. 2 პ), ჟღენტი (9 ქ0, ათანელიშვილი (8 ქ. 5 მ).ენერჯი ინვესტი: სტეფანოვი (26 ქ. 11 მ. 2 პ), გამყრელიძე (15 ქ. 6 მ. 4 პ. 2 ჩ), ტუჯანი (11 ქ. 8 მ. 3 დ. 2 ჩ), ბოისა (10 ქ. 3 მ), ცეკვავა (8 ქ. 8 მ).
“აზოტის” გამარჯვება მეტწილად სამი მოთამაშის, გიორგი გამყრელიძის, იოვან სტეფანოვისა და ანატოლი ბოისას კარგმა თამაშმა განაპირობა. სტეფანოვმა 31 წუთში თამაშიდან 13-ში 10 სროლა შეასრულა ზუსტად, ხოლო ბოისამ კი თავისი ათივე ქულა პირველი მეოთხედის ხუთწუთიან მონაკვეთში დააგროვა, სამჯერ კი მას ასისტენტობა გამყრელიძემ გაუწია.“დინამოს” წაგების ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად სამიანების ძალიან სუსტი რეალიზაცია გახდა – ზაზა ცაგარეიშვილის გუნდმა 29 შორეული ტყორცნიდან მხოლოდ 4 შეასრულა ზუსტად და საბოლოოდ, მიმდინარე სეზონში მეხუთედ დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ “დინამოს” “თბიალვიამშენისა” და “ენერჯი ინვესტის” გარდა, ყველა სხვა მეტოქე ჰყავს დამარცხებული. ასევე აღვნიშნოთ გოგა ცეკვავას აქტიური თამაში – გამყრელიძის შემცვლელმა უკანახაზელმა 8 მოხსნა (4 შეტევაში) მხოლოდ 13 წუთში დააგროვა.
ვითა – თბილავიამშენი 71:9428:25, 10:25, 13:19, 20:25ვიტა: ბერძენიშვილი (18 ქ. 10 მ), ბეჟანიშვილი (16 ქ. 11 მ. 2 პ), მ. ბერიშვილი (10 ქ. 3 მ), წივწივაძე (7 ქ).თბილავიამშენი: ხოშტარია (18 ქ. 4 პ. 3 მ), ნიკოლაძე (18 ქ. 4 მ), მინაშვილი (17 ქ. 7 მ), ტუღუში (12 ქ. 4 მ. 3 პ), როდუმტა (8 ქ. 9 მ. 3 ჩ. 1 დ).
ტურის ცენტრალური შეხვედრა უხვქულიანი თამაშით დაიწყო და პირველი მეოთხედი “ვითას” მცირე უპირატესობისთ დასრულდა. სოლირებდა ზურაბ ტომარაძის გუნდის გამოცდილი ცენტრი დავით ბერძენიშვილი, რომლის ანგარიშზეც საწყის ათ წუთში 12 ქულა და 7 მოხსნა იყო.მეორე მეოთხედში “თბილავიამშენის” მწვრთნელებმა მოედანზე კაპიტანი ირაკლი ხოშტარია და ცენტრი პლასიდე როდუმტა შეუშვეს. ხოშტარიამ რამდენიმე ურთულესი სროლა გამოიყენა, ხოლო როდუმტამ კი ბერძენიშვიილი ოდენ 2 ქულას დააჯერა და დაცვაში ძალიან ძლიერად ითამაშა.დიდი შევენების წინ ლევან მოსეშვილის “თბილავიამშენმა” 13-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა და დარჩენილ დროში ეს ჰანდიკაპი კიდევ უფრო გაზარდა. მიმდინარე რეგულარულში თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა “თბილავიამშენის” ფორვარდმა ვახტანგ მინაშვილმა, რომელმაც 10 სროლიდან მხოლოდ 2 ვერ გამოიყენა და საბოლოოდ, მატჩი 17 ქულითა და 7 მოხსნით (3 შეტევაში) ჩაამთავრა. “თბილავიამშენმა” მეტოქეზე 9 შეცდომით ნაკლები (12/21) დაუშვა, ხოლო “ვითას” ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ბერიშვილმა კი შვიდივე სამქულიანი გააფუჭა.
სატურნირო მდგომარეონა
1. ენერჯი ინვესტი 8:0 16 ქულა2. ვითა 4:4 123. თსუ 4:4 124. თბილავიამშენი 3:5 115. დინამო 3:5 116. მაკაბი 2:6 10
საუკეთესო მოთამაშე – ირაკლი ხოშტარია (თბილავიამშენი)
ყველაზე, ყველაზე…
მეტი ქულა – 32, გიორგი შერმადინი (მაკაბი)
მეტი მოხსნა – 20, გიორგი შერმადინი (მაკაბი)
მეტი პასი – 7, გიორგი შერმადინი (მაკაბი)
მეტი ჩაჭრა – 3, მიხეილ ფანჩულიძე (თსუ), პლასიდე როდუმტა (თბილავიამშენი)
დაფარება – 3, ჟულივეტ ტუჯანი (ენერჯი ინვესტი)
შეცდომა – 9, გიორგი შერმადინი (მაკაბი)
ფოლი – 5, ოთხი მოთამაშე.
სიმბოლური ნაკრები – ირაკლი ხოშტარია (თბილავიამშენი), გიორგი გამყრელიძე (ენერჯი ინვესტი), ვახტანგ მინაშვილი (თბილავიამშენი), იოვან სტეფანოვი (ენერჯი ინვესტი), პლასიდე როდუმტა (თბილავიამშენი).