თბილავიამშენი მაკაბისთან მეორედაც აგებს
თბილავიამშენი – მაკაბი 93:94 ო.ტ.29:14, 12:28, 27:16, 15:25, 10:11თბილავიამშენი: ნიკოლაძე (15 ქ. 3 მ. 2 პ. 2 ჩ), შანიძე (13 ქ. 6 მ. 2 დ), ტუღუში (12 ქ. 9 მ. 9 პ), მინაშვილი (12 ქ. 3 მ), ხოშტარია (12 ქ. 5 მ. 5 პ), როდუმტა (10 ქ. 8 მ. 2 ჩ).მაკაბი: გ. შერმადინი (29 ქ. 11 მ. 8 დ), ი. ბერიშვილი (24 ქ. 7 პ. 5 მ. 3 ჩ), სორდია (17 ქ. 5 მ), კოღუაშვილი (8 ქ. 6 მ).
მეორედაც დამარცხდა მიმდინარე ჩემპიონატში “მაკაბისთან” “თბილავიამშენი”, რომელმაც პირველი მეოთხედი 29:14 კი მოიგო, მაგრამ საბოლოოდ, დამატებით დროში ვერაფერი დაუპირისპირა გიორგი შერმადინსა და მის გუნდს. შერმადინმა სუპერლიგის აბსოლუტური რეკორდი დაამყარა, დაასრულა რა შეხვედრა 8 დაფარებით და 20 საჯარიმოდან 15 გამოიყენა. “მაკაბის” რიგებში ასევე გამოსარჩევია ირაკლი ბერიშვილისა და ირაკლი სორდიას კარგი გამოსვლა. ამ უკანასკნელმა მატჩი რვიდან 4 ზუსტი სამიანით დაასრულა.
ენერჯი ინვესტი – ვითა 81:6214:17, 30:14, 17:12, 20:19ენერჯი ინვესტი: ცეკვავა (16 ქ. 5 მ. 2 პ. 2 ჩ. 2 დ), ჭოჭუა (14 ქ. 3 დ), დიდია (13 ქ. 4 პ. 3 მ), ლეჟავა (13 ქ), სტეფანოვი (9 ქ. 111 მ. 3 პ).ვითა: ბერძენიშვილი (14 ქ), მარკოიშვილი (12 ქ), წივწივაძე (10 ქ. 4 მ. 3 პ. 3 ჩ).
რუსთავში ტურის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც რუსთავის “ენერჯი-ინვესტმა” პირველი მეოთხედის წაგების შემდეგ, სრული მობილიზება გააკეთა და მატჩი მოგებამდე მიიყვანა. შეხვედრაში გარდატეხა შეიტანა სათადარიგო გამთამაშბელმა ლევან ცეკვავამ, რომელმაც 16 ქულით მიმდინარე სუპერლიგის პირადი რეკორდი დაამყარა.
თსუ – დინამო 89:95 ო.ტ.20:23, 17:16, 27:21, 12:16, 13:19თსუ: ხეცურიანი (32 ქ. 4 მ. 4 პ), მათიაშვილი (20 ქ. 17 მ. 3 დ), ჩიტაშვილი (12 ქ. 2 ჩ), ფანჩულიძე (11 ქ. 4 მ), ყველაშვილი (6 ქ. 7 მ).დინამო: ჟღენტი (29 ქ. 6 ჩ), გულისაბედაშვილი (20 ქ. 5 მ. 3 პ), ლაფანაშვილი (17 ქ. 9 მ), ახალკაცი (13 ქ. 8 მ), მაისურაძე (!2 ქ. 8 მ. 2 ჩ).
კიდევ ერთ შეხვედრაში გახდა საჭირო დამატებით ხუთწუთეულის ჩატარება და ზაზა ცაგარეიშვილის “დინამომ” მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. გუნდმა ამჯერად დიდი დეფიციტის გაბათილება მოახერხა და საბოლოოდ, თსუ-ს შიო ხეცურიანის 32 ქულის (პირადი რეკორდი) მიუხედავადაც აჯობა. თსუ-მ მატჩი 32 პერსონალური შენიშვნით ჩაამთავრა.
სატურნირო მდგომარეობა
1. ენერჯი ინვესტი 5:0 10 ქულა2. ვითა 3:2 83. მაკაბი 2:3 74. თსუ 2:3 75. დინამო 2:3 76. თბილავიამშენი 1:4 6
საუკეთესო მოთამაშე – არჩილ ჟღენტი (დინამო).