სუპერლიგა: წინასაფინალო პრესკონფერენცია

ხვალ, 13 მაისს, რუსთავში იწყება სუპერლიგის ფინალური სერია, რომელშიც გამარჯვება სამ მოგებამდეა და ერთმანეთს ჩემპიონობას რუსთავული „ ენერჯი-ინვესტი“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი (თსუ) შეეცილებიან. ამასთან დაკავშირებით დღეს, 12 მაისს, სპორტის დეპარტამენტში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც „ენერჯის“ მწვრთნელი მიხეილ ბერუაშვილი, კაპიტანი კოტე ტუღუში, თსუ-ს მწვრთნელი ნუგზარ ჭეიშვილი და გუნდის კაპიტანი შიო ხეცურიანი დაესწრნენ.

მიხეილ ბერუაშვილი: “მართალია საქართველოს ჩემპიონატის  ფინალში მეოთხედ გავედით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იოლად გავიმარჯვებთ. თსუ-ს კარგი შემადგენლობა ჰყავს, ძლიერი გუნდია და სერიოზულ წინააღმდეგობას გაგვიწევს. პირველი და მეორე მატჩი ჩვენ მოედანზე ტარდება, რაც მცირე უპირატესობას გვაძლევს. ისე კი ფინალი ყოველთვის დაძაბულია და ახლაც ასე იქნება“.ნუგზარ ჭეიშვილი:“ ორი ტრავმირებული გვყავს მიხეილ ფანჩულიძე და ლაშა ლოსაბერიძე, რაც მნიშვნელოვანი დანაკლისია, თუმცა ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ და აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ. „ენერჯი-ინვესტი“ ძლიერი გუნდია, მხოლოდ ერთი წაგება აქვს, მაგრამ მათი დამარცხება მაინც შეიძლება და ამის გაკეთებას შევეცდებით“. კოტე ტუღუში:“ ვიცით, რომ ძლიერი მეტოქე გვყავს. მოსამზადებლად დიდი დრო გვქონდა და იმედი გვაქვს, რომ  ჩემპიონობას ამჯერადაც მოვიპოვებთ. საბედნიეროდ, გუნდში ტრავმები არ არის. კარგად ვართ მომზადებულები და ზედიზედ მეოთხედ ჩემპიონობის მოპოვებას შევეცდებით, თუმცა მეტოქეს ვაფასებთ და ვიცით, რომ ამის გაკეთება იოლი არ იქნება“.

“ენერჯი-ინვესტის” კაპიტანი კოტე ტუღუშიშიო ხეცურიანი:“ თსუ ფინალში პირველად გავიდა, გუნდი მობილიზბულია და შევეცდებით ჩემპიონები გავხდეთ. მართალია მეტოქე ძლიერია, მაგრამ ჩვენ მაინც ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ“.
 „ენერჯი–ინვესტისა“ და თსუ–ს საწყისი 2 შეხვედრა რუსთავში 13 და 15 მაისს გაიმართება. მატჩები 18 საათზე დაიწყება.
ფინალური სერიის მომდევნო მატჩს თბილისის სპორტის სასახლე 17 მაისს, 14 საათზე  უმასპინძლებს. (17 მაისსვე, 11:30 საათზე სპორტის სასახლეში გაიმართება მატჩი მესამე ადგილისთვის, რომელშიც ერთმანეთს ნახევარფინალში წაგებული გუნდები: სსაუ და შსს შეხვდებიან).
თუკი საჭირო გახდა, ფინალური სერიის მე–4 მატჩი 19 მაისს სპორტის სასახლეში გაიმართება. ხოლო თუ საქმე მეხუთე, გადამწყვეტ შეხვედრამდე მივიდა, მას რუსათავი 21 მაისს უმასპინძლებს.
 
შეიცვალა სუპერთასის გამართვის თარიღიც და ის 25 მაისს ჩატარდება მომავალ ჩემპიონსა და თასის მფლობელ სსაუ–ს შორის.
 

მეტოქე გუნდების კაპიტნები: თსუ-ელი შიო ხეცურიანი და რუსთაველი კოტე ტუღუში
 
 
ფინალური სერიის განრიგი:
13 მაისი     ენერჯი – თსუ     18:00
15 მაისი     ენერჯი – თსუ     18:00
17 მაისი     სსაუ – შსს           11:30 (მესამე ადგილისთვის)
17 მაისი     თსუ – ენერჯი     14:00
19 მაისი     თსუ – ენერჯი     14:00   (თუ საჭირო გახდა)
21 მაისი     ენერჯი – თსუ     18:00   (თუ საჭირო გახდა)