სუპერლიგა. V ტური

სამი დაძაბული მატჩი და MVP მიხეილ ჩიტაშვილი
ვერის ბაღში მდებარე მიხეილ კეკელიძის საკალათბურთო სასახლეში სუპერლიგის მეხუთე ტურის შეხვედრები გაიმართა.
დინამო – მაკაბი 87:8532:25, 16:18, 27:19, 12:23დინამო: ჟღენტი (24 ქ. 5 პ), ლაფანაშვილი (19 ქ. 5 მ. 4 პ), გულისაბედაშვილი (16 ქ. 2 მ), ახალკაცი (12 ქ. 9 მ), ათანელიშვილი (11 ქ. 8 მ. 3 ჩ).მაკაბი: გ. შერმადინი (30 ქ. 20 მ. 4 დ. 3 პ), სორდია (16 ქ. 5 მ), ს. შერმადინი (15 ქ. 12 მ. 2 პ), ი. ბერიშვილი (14 ქ. 5 პ. 4 მ. 2 ჩ).
“დინამოს” გიორგი გულისაბედაშვილმა მოაგებინა, რომელმაც ძირითადის დასრულებამდე 1 წამით ადრე საშUალო დისტანციიდან გამოიყენა სროლა. “მაკაბის” ლიდერმა გიორგი შერმადინმა 20 მოხსნით მიმდინარე ჩემპიონატის საერთო რეკორდი დაამყარა, თუმცა მის ანგარიშზე კიდევ ერთი შეცდომა იყო – გიორგიმ ერთბაშად 12 შეცდომა დაუშვა. სოსო შერმადინის ანგარიშზე მარტო პირველ მეოტხედში 11 ქულა და 7 მოხსნა იყო. მან 5 ფოლი მიიღო და მეოთხე მეოთხედში გავარდა. 
თბილავიამშენი – ენერგი-ინვესტი 85:9719:26, 27:26, 22:17, 17:28თბილავიამშენი: ნიკოლაძე (25 ქ. 3 პ. 2 ჩ), ტუღუში (15 ქ. 12 მ. 5 პ. 2 ჩ), კვიმსაძე (14 ქ. 2 ჩ), მინაშვილი (11 ქ).ენერჯი-ინვესტი: ლეჟავა (23 ქ), სტეფანოვი (17 ქ. 10 მ), ჭოჭუა (14 ქ. 2 მ), გამყრელიძე (13 ქ. 9 პ. 9 ჩ. 4 მ), ბაბიაშვილი (11 ქ. 10 მ).
ტურის ცენტრალური შეხვედრა ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდა ინტრიგას, ბოლოში კი რუსთაველებმა უკეთ დაბალანსებული შეტევის ხარჯზე მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. თითო ჩაჭრა-პასი დააკლდა სამმაგ დუბლამდე “ენერჯი-ინვესტის” გამთამაშებელს, გიორგი გამყრელიძეს, რომელმაც 9 ჩაჭრით სუპერლიგის აბსოლუტური რეკორდი დაამყარა. რუსთაველებმა სუპერლიგის კიდევ ერთი რეკორდი დაამყარეს – მათ 19 სამქულიანი გამოიყენეს და საბოლოოდ, 34 შორეული ტყორცნიდან მხოლოდ 15 გააფუჭეს. “თბილავიამშენის” ანგარიშზე 8 იდენტური ზუსტი გასროლა იყო. 27 ჯამური სამქულიანი ასევე სუპერლიგის საუკეთესო მაჩვენებელია.
ვითა – თსუ 86:8126:23, 29:13, 18:21, 13:24ვითა: ბეჟანიშვილი (25 ქ. 6 მ), მარხვაშვილი (13 ქ), მარკოიშვილი (12 ქ), გვიმრაძე (7 ქ).თსუ: მათიაშვილი (18 ქ. 11 მ. 4 პ), ჩიტაშვილი (15 ქ. 7 პ. 4 მ. 3 ჩ), ფანჩულიძე (13 ქ. 6 მ. 2 პ. 2 ჩ. 2 დ), ხეცურიანი (12 ქ. 4 მ. 4 პ), ტყეშელაშვილი (9 ქ. 7 მ).
“ვითა” მატჩის მსვლელობისას 20 ქულაზე მეტსაც იგებდა, თუმცა ბოლოს თსუ-მ სხვაობა სამ ქულამდე (78:81) დაიყვანა და რიჩარდ მათიაშვილს 2 ჯარიმა რომ არ გაეფუჭებინა, ყველაფერი კიდევ უფრო დაიძაბებოდა. საბოლოოდ, “ვითამ” მაინც მიიყვანა მატჩი საბოლოო გამარჯვებამდე და მიმდინარე ჩემპიონატში მესამე გამარჯვება მოიპოვა.
V ტურის საუკეთესო მოთამაშე – მიხეილ ჩიტაშვილი (თსუ).
ლიდერები
ქულა – 30, გიორგი შერმადინი (მაკაბი).მოხსნა – 20, გიორგი შერმადინი (მაკაბი).პასი – 9, გიორგი გამყრელიძე (ენერჯი-ინვესტი).ჩაჭრა – 9, გიორგი გამყრელიძე (ენერჯი-ინვესტი).დაფარება – 4, გიორგი შერმადინი (მაკაბი).შეცდომა – 12, გიორგი შერმადინი (მაკაბი).წუთი – 40, გიორგი შერმადინი (მაკაბი), გიორგი გამყრელიძე (ენერჯი-ინვესტი).