ნიკოლაძემ თბილავიამშენს მოაგებინაკოტე ტუღუშმა კინაღამ სამმაგი დუბლი გააკეთა
დინამო – თბილავიამშენი 87:8916:24, 17:15, 16:24, 38:26დინამო: გულისაბედაშვილი (21 ქ. 7 მ. 3 პ. 3 ჩ), დ. მაისურაძე (19 ქ. 9 მ), ახალკაცი (14 ქ. 2 ჩ. 2 დ), ლაფანაშვილი (12 ქ. 5 მ. 2 ჩ).თბილავიამშენი: ნიკოლაძე (28 ქ. 3 მ. 2 პ), ტუღუში (25 ქ. 9 მ. 8 პ. 3 ჩ), იმნაძე (8 ქ. 16 მ. 3 დ), მინაშვილი (9 ქ. 7 მ).
აღნიშნულ შეხვედრამდე ლევან მოსეშვლის “თბილავიამშენს” ერთადერთი გამარჯვება მიმდინარე სუპერლიგაში სწორედ “დინამოსთან” ჰქონდა მოპოვებული. შეხვედრა ბოლო მეოთხედამდე “თბილავიამშენის” უპირატესობით წარიმართა პირველ სამ მეოთხედში სოლირებდა კოტე ტუღუში, რომელსაც საბოლოოდ, სუპერლიგაში მესამე სამმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააკლდა. “დინამო” ბოლოს 87:86 დაწინაურდა და ახლოს იყო მოგებასთან, მაგრამ მეტოქის უკანასკნელი შეტევა იმავე ტუღუშმა დაიწყო, მარცხენა კუთხეში გიორგი ნიკოლაძეს გადააწოდა ბურთი და ამ უკანასკნელმა ზუსტი სამიანით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 89:87 “თბილავიამშენის” სასარგებლოდ, ნიკოლაძე კი ჟურნალისტებმა მეშვიდე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
თსუ – ენერჯი ინვესტი 73:7714:19, 26:17, 11:24, 22:17თსუ: ჩიატშვილი (21 ქ. 4 ჩ), ფანჩულიძე (17 ქ. 7 მ. 5 ჩ. 2 პ), ყველაშვილი (11 ქ. 4 მ), ტყეშელაშვილი (11 ქ. 6 მ), მათიაშვილი (5 ქ. 9 მ. 6 ჩ. 4 დ).ენერჯი ინვესტი: ბაბიაშვილი (24 ქ. 11 მ. 2 დ), გამყრელიძე (19 ქ. 7 მ. 4 ჩ. 2 პ), ჭოჭუა (11 ქ), ტუჯანი (4 ქ. 11 მ), ა. ბოისა (7 ქ. 8 მ).
თსუ-ს აკლდა შიო ხეცურიანი და ირაკლი კეიდია, ხოლო რუსთაველებმა კი იოვან სტეფანოვის გარეშე ითამაშეს, მატჩი კი ძალიან ბევრი შეცდომითა და არაზუსტი სროლით გამოირჩა. საბოლოოდ, “ენერჯი ინვესტმა” 32 შეცდომით სუპერლიგის პირადი ანტირეკორდი დაამყარეს, ხოლო თსუ-მ კი ბურთი 20-ჯერ დაკარგა. თსუ-ს მოგებაც შეეძლო, თუმცა ბოლო ორ წუთში გუნდმა 8-დან 6 საჯარიმო ტყორცნა ვერ გამოიყენა, ხოლო რუსთაველთა შემადგენლობაში კი ზვიად ბაბიაშვილმა და გიორგი გამყრელიძემ გაიბრწყინეს.
მაკაბი – ვითა 82:9028:21, 18:19, 20:15, 16:35მაკაბი: გ. შერმადინი (30 ქ. 9 მ. 2 დ), ი. ბერიშვილი (24 ქ. 3 მ. 3 პ. 2 ჩ), სორდია (11 ქ. 8 მ. 4 პ), ს. შერმადინი (9 ქ. 12 მ).
ვითა: მარკოიშვილი (27 ქ. 3 მ), მ. ბერიშვილი (27 ქ. 9 მ. 3 პ. 3 ჩ), ბუბა ბერიშვილი (13 ქ. 3 მ. 3 ჩ), ბერძენიშვილი (10 ქ. 5 მ).
“მაკაბი” ბოლო მეოთხედამდე სოლიდურ უპირატესობას ფლობდა, თუმცა როგორც კი გუნდს თავისი ლიდერი, გიორგი შერმადინი მეხუთე პერსონალური შენიშვნით გაუძევეს მოედნიდან, უპირატესობა ზურაბ ტომარაძის “ვითამ” მოიპოვა. მთელი მატჩის განმავლობაში შესანიშნავად მოთამაშე მიხეილ ბერიშვილმა და გიორგი მარკოიშვილმა (რომელმაც წელლს თავისი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა) ზუსტი სამიანებით მატჩის მსვლელობაში გარდატეხა შეიტანეს და საბოლოოდ, “ვითამ” ბოლო მეოთხედი 19 ქულით მოიგო.მიხეილ ბერიშვილმა საბოლოოდ, 12 სამიანიდან 8 გამოიყენა, ხოლო მარკოიშვილმა კი თამაშიდან 12-ში 9 სროლა შეასრულა ზუსტად. “ვიტას” ლიდერმა და კაპიტანმა, ვლადიმერ ბეჟანიშვილმა მატჩი მოკრძალებული მონაგრით, 3 ქულითა და 5 მოხსნით დაასრულა, ხოლო სოსო შერმადინმა კი შეტევაში იმაზე მეტი მოხსნა (5) გააკეთა, ვიდრე მთლიანად “ვითამ” (3).
სატურნირო მდგომარეობა
1. ენერჯი ინვესტი 6:0 12 ქულა2. ვითა 4:2 103. თსუ 2:4 84. მაკაბი 2:4 85. დინამო 2:46. თბილავიამშენი 2:4 8
საუკეთესო მოთამაშე – გიორგი ნიკოლაძე (თბილავიამშენი)
სტატისტიკური ლიდერები
ქულა – 30, გიორგი შერმადინი (მაკაბი).მოხსნა – 16, დავით იმნაძე (თბილავიამშენი).პასი – 8, კოტე ტუღუში (თბილავიამშენი).ჩაჭრა – 6, რიჩარდ მათიაშვილი (თსუ).დაფარება – 4, რიჩარდ მათიაშვილი (თსუ).
VII ტურის სიმბოლური ნაკრები
გიორგი ნიკოლაძე, კოტე ტუღუში (ორივე “თბილავიამშენი”), მიხეილ ბერიშვილი (“ვითა”), ზვიად ბაბიაშვილი (“ენერჯი ინვესტი”), გიორგი შერმადინი (“მაკაბი”).