ენერჯი ინვესტი კვლავ დაუმარცხებელიაგულივერ ახალკაცი ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა
ვითა – დინამო 73:7821:14, 19:17, 10:24, 23:23ვითა: მ. ბერიშვილი (22 ქ. 7 მ), მარკოიშვილი (16 ქ. 5 მ. 2 ჩ), ბერძენიშვილი (8 ქ. 3 მ).დინამო: ახალკაცი (25 ქ. 10 მ. 2 დ), ჟღენტი (22 ქ. 5 მ. 2 პ), ათანელაშვილი (12 ქ. 9 მ), გულისაბედაშვილი (9 ქ. 6 მ).
თბილისის “დინამომ” დაძაბული ორთაბრძოლა თავის სასარგებლოდ დაასრულა. დიდი შესვენების შემდეგ, ზაზა ცაგარეიშვილის გუნდმა 9-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილა და გულივერ ახალკაცის კარგი თამაშით ჯერ ანგარიში გაათანაბრა, მერე კი წინ გავიდა. კარგი შეხვედრა ჩაატარა არჩილ ჟღენტმაც, რომელმაც 12 საჯარიმოდან 8 გამოიყენა და კვლავ 20 ქულაზე მეტი დააგროვა. “ვითას” მანამდე მხოლოდ “ენერჯი ინესტთან” წაეგო და ეს მარცხი, ზურაბ ტომარაძის გუნდისთვის ამ სეზონში მესამე გახდა. გუნდებმა ჯამში 54 სამიანიდან მხოლოდ 13 შეასრულეს ზუსტად.
მაკაბი – ენერჯი ინვესტი 79:9416:26, 17:27, 22:18, 24:23მაკაბი: გ. შერმადინი (29 ქ. 17 მ. 4 პ), ი. ბერიშვილი (14 ქ. 5 მ), ს. შერმადინი (8 ქ. 5 მ).ენერჯი ინვესტი: გამყრელიძე (15 ქ. 5 მ. 5 პ. 3 ჩ), ლეჟავა (15 ქ), გოგობერიშვილი (12 ქ. 3 ჩ. 2 პ), ბაბიაშვილი (12 ქ. 5 მ. 3 პ. 2 ჩ), სტეფანოვი (11 ქ. 4 მ).
სუპერლიგის მოქმედმა ჩემპიონმა, “ენერჯი ინესტმა” მიმდინარე სეზონში წაუგებელი სვლა განაგრძო და მეშვიდე შეხვედრაც თავის სასარგებლოდ დაასრულა. “მაკაბის” ლიდერმა გიორგი შერმადინმა მორიგი ორმაგი დუბლი გააკეთა და თამაშიდან 14-ში 10 სროლაც გამოიყენა, მაგრამ მისი და ირაკლი ბერიშვილის გარდა, ჯამლეტ ხუხაშვილის გუნდში სხვამ ვერავინ მოახერხა ფავორიტისთვის ჯეროვანი წინააღმდეგობის გაწევა. გიორგი გამყრელიძემ ამჯერადაც სტაბილურობით გამოიჩინა თავი.
თბილავიამშენი – თსუ 78:8518:19, 22:13, 20:28, 18:25თბილავიამშენი: ნიკოლაძე (27 ქ. 3 პ), ტუღუში (12 ქ. 7 მ. 3 პ. 2 ჩ), ხოშტარია (12 ქ).თსუ: მათიაშვილი (21 ქ. 13 მ. 4 ჩ), ხეცურიანი (20 ქ. 5 მ), კეიდია (17 ქ. 7 მ), ჩიტაშვილი (10 ქ. 3 მ. 3 პ).
ნუგზარ სუარიძის ფოტო
კიდევ ერთი შეხვედრა დათმო “თბილავიამშენმა”, რომელმაც პირველი ნახევარი კი მოუგო თსუ-ს, მაგრამ დიდი შესვენების შემდეგ უპირატესობას ნუგზარ ჭეიშვილის გუნდი დაეუფლა და საბოლოოდ, თსუ-მ ამ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. სტუდენტებს თითო მატჩის გამოტოვების მერე დაუბრუნდათ შიო ხეცურიანი, რომელმაც 20 ქულა დააგროვა.
სატურნირო მდგომარეობა
1. ენერჯი ინვესტი 7:0 14 ქულა2. ვითა 4:3 113. თსუ 3:4 104. დინამო 105. მაკაბი 2:5 96. თბილავიამშენი 2:5 9
ტურის საუკეთესო მოთამაშე – გულივერ ახალკაცი (დინამო).
სიმბოლური ნაკრები გიორგი გამყრელიძე (ენერჯი ინვესტი), შიო ხეცურიანი (თსუ), მიხეილ ბერიშვილი (ვითა), გულივერ ახალკაცი (დინამო), რიჩარდ მათიაშვილი (თსუ).