სუპერლიგა. X ტური

ენერჯი ინვესტის მორიგი გამარჯვებაგიორგი გამყრელიძე საუკეთესო მოთამაშეა
ენერჯი ინვესტი – თბილავიამშენი 84:6517:18, 23:19, 20:17, 24:11ენერჯი ინვესტი: გამყრელიძე (36 ქ. 7 პ. 4 მ. 1 ჩ), სტეფანოვი (12 ქ. 8 მ. 2 ჩ. 1 დ), ბოისა (9 ქ. 4 მ. 2 ჩ. 2 პ), ტუჯანი (8 ქ. 8 მ).თბილავიამშენი: ნიკოლაძე (17 ქ. 4 პ), ხოშტარია (15 ქ. 2 პ), შანიძე (9 ქ. 3 მ), იმნაძე (6 ქ. 10 მ), ტუღუში (5 ქ. 8 მ. 6 პ. 2 ჩ. 1 დ).
სუპერლიგის მორიგი ტური რუსთავში მეტად საინტერესო შეხვედრით გაიხსნა. მასპინძლებმა მხოლოდ პირველი მეოთხედი დათმეს, ხოლო შეხვედრის დარჩენილი დროის განმავლობაში კი დამაჯერებლად აკონტროლებდნენ მატჩის მსვლელობას და საბოლოოდ, დავით უსტიაშვილის გუნდმა ზედიზედ მეცხე გამარჯვება მოიპოვა. შეუდარებელი იყო “ენერჯი ინვესტის” გამთამაშებელი გიორგი გამყრელიძე, რომელმაც 35 წუთში 36 ქულა (22 – მეორე ნახევარში) დააგროვა და მნიშვნელოვნად განაპირობა თავისი გუნდის წარმატება. ბოლო წუთებზე “ენერჯი ინვესტის” სერბ ლეგიონერ იოვან სტეფანოვს სამიანი რომ არა ჩაეგდო, გამყრელიძე გახდებოდა თავის გუნდში ერთადერთი, ვინც ათქულიან ზღვარს გადალახავდა. არ წაუვიდა თამაში “თბილავიამშენის” ერთ-ერთ ლიდერს, უკანახაზელ კოტე ტუღუშს, რომელმაც 35 წუთში თამაშიდან 16 სროლა შეასრულა და 15 – არაზუსტად. სტუმრებმა საბოლოოდ, 24 შორეული ტყორცნიდან მხოლოდ 6 გამოიყენეს. “თბილავიამშენმა” 61:60 დაინაურების შემდეგ, უკანასკნელი 5 წუთი და 34 წამი 4:24 (!) წააგო.
თსუ – ვითა 81:7717:23, 17:18, 14:16, 33:20თსუ: ხეცურიანი (24 ქ. 5 მ. 4 ჩ. 2 დ), მათაიაშვილი (16 ქ. 12 მ. 3 ჩ. 2 დ), ჩიტაშვილი (16 ქ. 4 მ. 3 ჩ), კეიდია (11 ქ. 3 მ), არწივიძე (7 ქ. 3 მ. 2 ჩ).ვითა: ბეჟანიშვილი (20 ქ. 9 მ. 2 პ), ბერძენიშვილი (17 ქ. 5 მ), მ. ბერიშვილი (16 ქ. 4 მ. 3 პ. 3 დ), მარკოიშვილი (11 ქ. 6 მ. 2 პ), მარხვაშვილი (8 ქ).
პირველი წრის მატჩის დარად, ამ გუნდების დაპირისპირება კვლავ დაძაბული იყო. თსუ უკანასკნელ მეოთხედში 11 ქულას აგებდა, მაგრამ 14:0 გაქცევის შემდეგ 72:69 დაწინაურდა და ბოლოს მიხეილ ჩიტაშვილის აქტიურობითა და შიო ხეცურიანის გადამწყვეტი დაფარებით შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა. გუნდის კაპიტანი ხეცურიანი ორივე გუნდში საუკეთესო იყო და 12 საშუალო სროლიდან მხოლოდ 3 ვერ გამოიყენა, ხოლო რიჩარდ მათიაშვილმა კი შეტევაში 6 მოხსნით დაასრულა მატჩი. რაც შეეხება ზურაბ ტომარაძის “ვითას”, გუნდმა სამქულიანები და საჯარიმოები მეტოქეზე უკეთ კი გამოიყენა, მაგრამ წააგო უამრავი შეცდომის (სულ – 23) გამო. გუნდის სამმა გამთამაშებელმა (ნიკო ნოზაძე, გიორგი მარხვაშვილი, ბექა წივწივაძე) მატჩი მხოლოდ 3 ჯამური შედეგიანი გადაცემით დაასრულა.
დინამო – მაკაბი 80:8118:10, 22:28, 26:15, 14:28დინამო: გულისაბედაშვილი (17 ქ. 5 ჩ. 4 მ), ახალკაცი (14 ქ. 7 მ. 2 ჩ. 2 დ), ჟღენტი (14 ქ. 5 მ), ათანელაშვილი (10 ქ. 6 მ).მაკაბი: გ. შერმადინი (24 ქ. 17 მ. 4 პ. 3 დ. 2 ჩ), ვაშაკიძე (22 ქ. 12 მ. 1 პ), ი. ბერიშვილი (17 ქ. 4 პ. 3 ჩ), ს. შერმადინი (8 ქ. 5 მ).
“დინამო” ძირითადის დასრულებამდე 2 წუთითა და 2 წამით ადრე 80:69 იგებდა, თუმცა დარჩენილ დროში 5 სროლა ვერ გამოიყენა ხოლო “მაკაბის” რიგებში კი სუპერლიგაში თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა ფორვარდმა გივი ვაშაკიძემ, რომელმაც დასკვნით წუთებში 5 ქულა და მეტოქის ფარზე 3 მოხსნა გააკეთა. შაბოლოოდ, “მაკაბიმ” დაძაბული შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა, ხოლო ჯამლეტ ხუხაშვილის გუნდის ლიდერმა, გიორგი შერმადინმა კი თამაშიდან 16-ში 10 ტყორცნა გამოიყენა, თუმცა მატჩი 7 შეცდომით ჩაამთავრა. “მაკაბის” შემადგენლობაში ტრავმის გამო არ უთამაშია ირაკლი ბერიშვილს, ხოლო დავით ბერიშვილმა კი ათქულიანი ბარიერის გადალახვასთან ერთად, 9 სამქულიანიდან 8 ააცილა.
სატურნირო მდგომარეობა
1. ენერჯი ინვესტი 9:0 18 ქულა2. თსუ 5:4 143. ვითა 4:5 134. თბილავიამშენი 3:6 125. დინამო 3:6 126. მაკაბი 3:6 12
საუკეთესო მოთამაშე – გიორგი გამყრელიძე (ენერჯი ინვესტი)
ყველაზე, ყველაზე…
ქულა – 36, გიორგი გამყრელიძე (ენერჯი ინვესტი). მოხსნა – 17, გიორგი შერმადინი (მაკაბი).პასი – 7, გიორგი გამყრელიძე (ენერჯი ინვესტი). ჩაჭრა – 5, გიორგი გულისაბედაშვილი (დინამო).დაფარება – 3, მიხეილ ბერიშვილი (ვითა), გიორგი შერმადინი (მაკაბი).შეცდომა – 7, გიორგი შერმადინი (მაკაბი).ფოლი – 5, ირაკლი კეიდია (თსუ), მიხეილ ბერიშვილი (ვითა).
გუნდური
მოხსნა – 49, მაკაბი.მოხსნა დაცვაში – 34, ენერჯი ინვესტი.მოხსნა შეტევაში – 18, მაკაბი.პასი – 15, თბილავიამშენი.ჩაჭრა – 15, დინამო.დაფარება – 4, თსუ.შეცდომა – 23, ვითა.ფოლი – 20, 4 გუნდი.
ფაქტები და ციფრები
1. “ენერჯი ინვესტის” წევრმა გიორგი გამყრელიძემ 36 ქულით სუპერლიგის საერთო და პირადი რეკორდები დაამყარა. მისი შვიდი სამქულიანი ასევე პირადი რეკორდი იყო. 2. “თბილავიამშენის” ლიდერმა კოტე ტუღუშმა კი 10 სამქულიანიდან მხოლოდ 1 გამოიყენა და სუპერლიგაში პირადი ანტირეკორდი დაამყარა. საერთო ჯამში, ტუღუშის ანგარიშზე 16-ში 15 არაზუსტი სრლა იყო.3. სუპერლიგის რეკორდი და ანტირეკორდი დაამყარა “დინამოს” კაპიტანმა ლექსო ლაფანაშვილმა. რეკორდი – 14 ნატყროცნი სამიანი, ხოლო ანტირეკორდი – 12 არაზუსტი სამქულიანი.4. რეკორდებით მდიდარი გამოდგა ეს ტური “მაკაბის” წევრ გივი ვაშაკიძისთვის – 37 წუთი, 22 ქულა, 12 მოხსნა, 6 მოხსნა შეტევაში და არცერთი პერსონალური შენიშვნა. ამ დროში ფოლის გარეშე შეხვედრის დასრულება ასევე სუპერლიგის კიდევ ერთი რეკორდია. 5. “ვითას” წევრ ბექა წივწივაძის ანგარიშზე 14 წუთში უფრო მეტი შეცდომა (5) იყო, ვიდრე ქულა, პასი და მოხსნა ერთად აღებული (0, 0. 4).6. პირველად მიმდინარე ჩემპიონატში “ვითას” წევრმა დავით ბერძენიშვილმა მოედანზე 40 წუთი გაატარა. 7. კოტე ტუღუშმა მეხუთედ მიმდინარე ჩემპიონატში დაასრულა მატჩი მინიმუმ 5 ქულით, 5 მოხსნითა და 5 შედეგიანი გადაცემით (5, 8, 6).8. “ვითამ” 19-ში 13 სამიანის გამოყენებით (68.4 პროცენტი), შორეული სროლების პროცენტული მაჩვენებლით ამ ჩემპიონატის რეკორდი დაამყარა. 9. თსუ-ს გამთამაშებელმა მიხეილ ჩიტაშვილმა “ვითასთან” მატჩის ბოლო 4 წუთში 12 ქულა დააგროვა. ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრაში ჩიტაშვილმა ბოლო 6 წუთში 11 ქულას მოუყარა თავი.10. ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა საჯარიმოების თუნდაც 75-პროცენტიანი სიზუსტით შესრულება. საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა “მაკაბის” – 21/15 (71.4), ხოლო ყველაზე ცუდი მაჩვენებლით კი ტური “თბილავიამშენმა” (15/7, 46.7) დაასრულა.
სიმბოლური ნაკრები
გიორგი გამყრელიძე (ენერჯი ინვესტი), შიო ხეცურიანი (თსუ), ვლადიმერ ბეჟანიშვილი (ვითა), გივი ვაშაკიძე (მაკაბი), გიორგი შერმადინი (მაკაბი).
მწვრთნელი – დავით უსტიაშვილი (ენერჯი ინვესტი).