ვითამ მნიშნველოვანი გამარჯვება მოიპოვა
თბილავიამშენი – თსუ 77:8522:22, 27:18, 17:24, 11:21თბილავიამშენი: ნინიაშვილი (16 ქ. 3 მ), ნიკოლაძე (15 ქ. 3 მ), მინაშვილი (14 ქ. 4 მ), მათიაშვილი (12 ქ. 20 მ. 3 პ. 3 ჩ. 2 დ), ხოშტარია (12 ქ. 3 მ. 3 პ. 2 ჩ).თსუ: ხეცურიანი (19 ქ. 4 მ. 3 პ. 2 ჩ. 2 დ), ყველაშვილი (15 ქ. 11 მ. 2 დ), დ. ბერიშვილი (13 ქ. 7 მ. 3 პ), დ. ბარბაქაძე (12 ქ. 7 მ. 5 პ. 2 ჩ).
“თბილავიამშენმა” დამაჯერებლად მოიგო პირველი ნახევარი, თუმცა დიდი შესვენების შემდეგ გუნდს არ წაუვიდა შორეული სროლები, შეექმნა პრობლემები დაცვაში და ნუგზარ ჭეიშვილის გუნდმაც ბოლო მეოთხედში შეხვედრის თავის სასარგებლოდ შეტრიალება მოახერხა.
გადამწყვეტ მომენტში ძალიან კარგად ითამაშა თსუ-ს წევრმა, ცენტრმა გიორგი ყველაშვილმა, რომელმაც შეტევაში 6 მოხსნა დააგროვა და საბოლოოდ, ტურის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.
დინამო – ვითა 83:10018:33, 16:11, 23:26, 26:30დინამო: ათანელაშვილი (20 ქ), გულისაბედაშვილი (18 ქ. 6 მ. 3 ჩ), ახალკაცი (12 ქ. 5 მ), ლაფანაშვილი (11 ქ. 4 ჩ).ვითა: მარხვაშვილი (19 ქ. 7 პ. 5 მ. 3 ჩ), ბერძენიშვილი (19 ქ. 5 მ), მ. ბერიშვილი (15 ქ. 4 მ. 4 დ), წივწივაძე (!3 ქ. 3 მ. 3 ჩ), ბეჟანიშვილი (13 ქ. 11 მ. 6 პ), გვიმრაძე (11 ქ).
“ვითა” მშვენიერ ფორმაშია და ზურაბ ტომარაძის შეგირდებმა ეს “დინამოსთან” შეხვედრაშიც დაამტკიცეს.
ტომარაძის გუნდი თავიდანვე წინ გავიდა და კარგად დაბალანსებული შეტევით, მოოპოებული უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა. ძალიან კარგად ითამაშა დაცვაში მიხეილ ბერიშვილმა, რომელმაც შეხვედრა 4 დაფარებით დაასრულა, ხოლო გიორგი მარხვაშვილი კი ამჯერადაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
მაკაბი – ენერჯი ინვესტი 63:7215:22, 18:14, 17:17, 13:19მაკაბი: გ. შერმადინი (43 ქ. 21 მ. 5 პ. 2 დ. 2 ჩ), პირველაშვილი (2 ქ. 11 მ. 6 პ. 6 ჩ).ენერჯი ინვესტი: ბაბიაშვილი (29 ქ. 3 მ), სტეფანოვი (15 ქ. 7 მ. 2 ჩ), გოგობერიშვილი (9 ქ. 3 პ).
ძალიან კარგად ჩაატარა შეხვედრა “მაკაბის” ლიდერმა გიორგი შერმადინმა, რომელმაც 26 სროლიდან 14 გამოიყენა, მაგრამ ჯამლეტ ხუხაშვილის გუნდში სხვებს სროლა არ წაუვიდათ და რეგულარულის ერთპიროვნულმა ლიდერმაც დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. “ენერჯი ინვესტში” ზვიად ბაბიაშვილმა 15/10 ტყორცნა შეასრულა ზუსტად.
სატურნირო მდგომარეობა
1. ენერჯი ინვესტი 15:3 33 ქულა2. თსუ 11:7 293. თბილავიამშენი 9:9 274. ვითა 8:10 265. დინამო 7:11 256. მაკაბი 4:14 22
საუკეთესო მოთამაშე – გიორგი ყველაშვილი (თსუ): 23 წუთი, 15 ქულა, 11 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 3 ფოლი.
საუკეთესო ხუთეული – გიორგი მარხვაშვილი (ვითა), რამაზ გოგობერიშვილი (ენერჯი ინვესტი), შიო ხეცურიანი (თსუ), ზვიად ბაბიაშვილი (ენერჯი ინვესტი), გიორგი ყველაშვილი (თსუ).