სუპერლიგა. XXVI ტური

ვახტანგ მინაშვილმა სუპერლიგის რეკორდი დაამყარა
ენერჯი ინვესტი – ვითა 84:7522:15, 26:26, 15:19, 21:15
ენერჯი ინვესტი: გამყრელიძე (25 ქ. 6 პ. 4 ჩ), ბაბიაშვილი (15 ქ), სტეფანოვი (12 ქ. 15 მ), ტუჯანი (4 ქ. 12 მ).ვითა: ბერძენიშვილი (22 ქ. 6 მ), ბეჟანიშვილი (20 ქ. 6 პ. 5 მ), წივწივაძე (13 ქ. 4 პ).
“ენერჯი ინვესტმა” დაძაბული მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულა და ამაში ყველაზე დიდი როლი მატმა გამთამაშებელმა გიორგი გამყრელიძემ შეიტანა, რომელმაც 9 სამქულიანიდან 4 გამოიყენა და 10 საჯარიმოს შესრულებისას მხოლოდ 3 სროლა გააფუჭა. მასპინძელთა სერბმა ფორვარდმა იოვან სტეფანოვმა 24 წუთში შეტევაში 5 მოხსნა გააკეთა და არცერთი პერსონალური შენიშვნა არ მიუღია.
“ვითაში” კი ამ სეზონში თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა გამოცდილმა ცენტრმა დავით ბერძენიშვილმა, რომლის ანგარიშზეც 22 ქულა იყო.
თბილავიამშენი – მაკაბი 111:8431:12, 29:15, 26:26, 25:31
თბილავიამშენი: მინაშვილი (52 ქ. 6 მ. 2 ჩ), კვიმსაძე (20 ქ. 11 პ. 3 ჩ), იმნაძე (13 ქ. 13 მ. 5 დ), ტუღუში (13 ქ. 7 პ. 5 მ).მაკაბი: ს. შერმადინი (29 ქ. 19 მ), კოღუაშვილი (21 ქ. 6 მ. 5 პ. 2 ჩ), კორკოტაძე (12 ქ. 4 მ. 4 პ), იოსელიანი (12 ქ).
“თბილავიამშენის” ფორვარდმა ვახტანგ მინაშვილმა სუპერლიგის ამ სეზონის რეკორდი დაამყარა. მან 52 ქულა შესძინა გუნდს და “მაკაბის” ექსწევრის, გიორგი შერმადინის წინა მიღწევა ერთბაშად 5 ქულით გააუმჯობესა. მინაშვილმა 33 წუთში 20 საჯარიმოდან 15 გამოიყენა და თამაშიდან 29 სროლაში 17-ჯერ გამოიჩინა თავი.
თსუ – დინამო 74:7717:25, 15:20, 20:16, 22:16
თსუ: კეიდია (17 ქ. 5 მ), ხეცურიანი (14 ქ), დ. ბარბაქაძე (14 ქ. 11 მ. 2 ჩ).დინამო: ათანელიშვილი (26 ქ. 9 მ), სანიკიძე (23 ქ. 13 მ).
“დინამოს” ფლეი ოფში გასასვლელად, მინიმუმ 4 შეხვედრა აქვს მოსაგები. ამის გამო, ზაზა ცაგარეიშვილის გუნდმა თსუ-სთან პრინციპული დაპირისპირება თავიდანვე აქტიურად, ყურადღებით დაიწყო და დიდი შესვენებისთვის უკვე 13 ქულას იგებდა.
თსუ-მ, რომელსაც დაუბრუნდა კაპიტანი შიო ხეცურიანი, მეტოქეს წამოეწია და ბოლო წუთებზე წინ გასვლა უკვე ორივე მეტოქემ მოახერხა, თუმცა ვიქტორ სანიკიძისა და რევაზ ათანელიშვილის ძალიან კარგი გამოსვლის ხარჯზე, საბოლოოდ, ცაგარეიშვილის გუნდმა იმარჯვა და თსუ-სა და “ვითასთან” სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა.

სატურნირო მდგომარეობა
                               შ  მ  წ  ქ1. ენერჯი ინვესტი      26  21  5  472. თბილავიამშენი      26  16  10  423. ვითა                       26  13  13  394. თსუ                       26  13  13  395. დინამო               26  11  15  376. მაკაბი                 26  4  22  30
საუკეთესო მოთამაშე: ვახტანგ მინაშვილი (თბილავიამშენი): 33 წუთი, 52 ქულა, 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 1 დაფარება, 5 შეცდომა, 4 პერსონალური შენიშვნა.
საუკეთესო ხუთეული: გიორგი გამყრელიძე (ენერჯი ინვესტი), ბუბა კვიმსაძე (თბილავიამშენი), ვახტანგ მინაშვილი (თბილავიამშენი), ვიქტორ სანიკიძე (დინამო), რევაზ ათანელიშვილი (დინამო).
XXVI ტურის ფაქტები
1. “თბილავიამშენის” უკანახაზელმა ბუბა კვიმსაძემ 11 ზუსტი პასით სუპერლიგის პირადი რეკორდი დაამყარა. 2. თსუმ 35 სამქულიანიდან მხოლოდ 5 გამოიყენა და გახდა პირველი გუნდი, ვისაც ამ სეზონში მინიმუმ 20 სამიანი ჰქონდა ნასროლი და სროლების 20 პროცენტზე ნაკლები გამოყენებული მესამედ მიმდინარე ჩემპიონატში. 3. დავით ბარბაქაძემ (თსუ) 7 სამიანიდან 1 გამოიყენა. 4. ვიქტორ სანიკიძემ (დინამო) ამ სეზონში მეშვიდე ორმაგი დუბლი გააკეთა. 5. სამმატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ, “დინამოს” დაუბრუნდა კაპიტანი ლექსო ლაფანაშვილი, რომლის სტატისტიკაც შემდეგი იყო: 24 წუთი, 9 ქულა, 6 მოხსნა, 3 ზუსტი პასი, 1 ჩაჭრა და 4-4 შეცდომა-ფოლი.6. “ვითას” გამთამაშებელ ბექა წივწივაძეს უფრო მეტი შეცდომა დაუგროვდა, ვიდრე ზუსტი პასი (5:4).7. “ვითას” ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ბერიშვილმა პირველად ამ სეზონში, თამაშიდან ვერცერთი სროლა ვერ გამოიყენა (6-ში 0) და მატჩი მხოლოდ 2 ქულით დაასრულა. 8. “მაკაბის” ცენტრმა სოსო შერმადინმა მესამედ ამ სეზონში შეტევაში 7 და მეტი (9) მოხსნა გააკეთა. 9. “თბილავიამშენმა” 17 სამქულიანიდან 10 გამოიყენა.10. “ენერჯი ინვესტის” კაპიტანმა რამაზ გოგობერიშვილმა შეტევაში გაკეთებული სამი მოხსნით ამ სეზონის პირადი რეკორდი გაიმეორა.
XXVI ტურის ციფრები
ყველაზე…
1. მეტი ქულა – 52, ვახტანგ მინაშვილი (თბილავიამშენი).2. მეტი მოხსნა – 19, სოსო შერმადინი (მაკაბი).3. მეტი პასი – 11, ბუბა კვიმსაძე (თბილავიამშენი).4. მეტი ჩაჭრა – 4, გიორგი გამყრელიძე (ენერჯი ინვესტი).5. მეტი დაფარება – 5, დავით იმნაძე (თბილავიამშენი).6. მეტი შეცდომა – 5, ბექა წივწივაძე (ვითა), ვახტანგ მინაშვილი (თბილავიამშენი).