სუპერლიგასა და ასაკობრივ ლიგებში მონაწილე გუნდების საყურადღებოდ

10 სექტემბერს, 13:00 საათზე სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გაიმართება საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის სამუშაო შეხვედრა სუპერლიგაში მონაწილეობის მსურველ გუნდებთან.  
11 სექტემბერს 15:00 საათზე სპორტისა და ახალაზრდობის სამინისტროში საშეჯიბრო დეპარტამენტი სამუშაო შეხვედრებს გამართავს  ბავშვთა ლიგებში მონაწილე გუნდებთან.
მენეჯერებს და მწვრთნელებს, ასევე მათ, ვისაც სურვილი აქვს ჩემპიონატში გუნდის გამოყვანის, გთხოვთ მობრძანდეთ სპორტის  სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში.