სუპერლიგის ახალ სეზონში გათამაშების სისტემა შემდეგნაირია: 11 გუნდი
ერთ ჯგუფში იქნება თავმოყრილი და ორ წრედ ითამაშებს. ანუ რეგულარულ ჩემპიონატში
თითო გუნდს 20 მატჩის გამართვა მოუწევს.
რაკი გუნდების რაოდენობა კენტია, ყოველ ტურში ერთი დაისვენებს.
შესაბამისად, პირველ წრეში 11 ტური იქნება, მეორეშიც, ბუნებრივია – 11. აპრილში
დასრულდება რეგულარული ჩემპიონატი და ორკვირიანი შესვენების შემდეგ დაიწყება პლეი
ოფი, სადაც რეგულარული ჩემპიონატის ცხრილის 8 საუკეთესო გუნდი გავა.
პლეი ოფში გასული 8 გუნდი მეოთხედფინალში დაწყვილდება: პირველ ადგილზე
გასული გუნდი მერვეს შეხვდება, მეორე – მეშვიდეს, მესამე – მეექვსეს და მეოთხე –
მეხუთეს. მეოთხედფინალურ სერიაში გამარჯვება ორ მოგებამდე იქნება, ხოლო მომდევნო,
ნახევარფინალური სერიიდან ფინალში რომ გადავიდეს, გუნდმა 3 გამარჯვება უნდა მმოიპოვოს.
საჩემპიონო სერიაც სამ გამარჯვებამდე იქნება.
პლეი ოფის პირველი წრიდან (მეოთხედფინალიდან) გავარდნილი გუნდები 4–8
ადგილებს გაითამაშებენ, ხოლო ნახევარფინალში წაგებულები, შესაბამისად – მესამე
ადგილისთვის შეერკინებიან ერთმანეთს. პლეი აუტში ყველა დაპირისპირება ერთმატჩიანი
იქნება.