სუპერლიგის მატჩებზე ბილეთები აღარ გაიყიდება

სუპერლიგის მატჩებზე ბილეთები აღარ გაიყიდება

2010–11 წლების სეზონში სუპერლიგის მატჩებზე დასწრება უფასო
იქნება. კალათბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, სპორტის სასახლეში, ეროვნული
ჩემპიონატის მატჩებზე დასწრება ნებისმიერ გულშემატკივარს ყოველგვარი საფასურის
გადახდის გარეშე შეეძლება.

აქამდე სუპერლიგის მატჩებზე დასწრება არ იყო ძვირი. ბილეთები 1 და 2
ლარი ღირდა, თუმც გადაწყდა, რომ ბილეთები საერთოდ არ დაიბეჭდება და
გულშემატკივრებს თავისუფალი დასწრების საშუალება ექნებათ.