სუპერლიგის მეხუთე ტური რუსთავსა და ბათუმში დაიწყო

საქართველოს მე–18 ეროვნული ჩემპიონატი. მე–5 ტური. 14 ნოემბერი. რუსთავი
ენერჯი–ინვესტი 122:73 დინამო
29:16 23:20 46:12 24:25
 
ენერჯი: გამყრელიძე (14), ტუღუში (6), ლეჟავა (8), ბაბიაშვილი (22 ქულა, 12 მოხსნა), უგრეხელიძე (17); მაჭავარიანი (7), დიდია (3), ცეკვავა (3), არწივიძე (6), ხმელიძე (6), ტუჯანი (14), ჭოჭუა (16)
დინამო: ნანიტაშვილი (8), სორდია (20), კორკოტაძე (6), ხიზანიშვილი (2), ქადარია (20); ბაქრაძე (5), ლაფანაშვილი, კუჭავა, სიგუა, ი. დოლიძე (2), ჯიქია, ხანიაშვილი (10)
მსაჯები: ზაზა მაჩალაძე, ხათუნა გაბედავა
კომისარი: როლანდ ხომერიკი
 
სუპერლიგის მეხუთე ტური დღეს რუსთავში დაიწყო, ბათუმში გაგრძელდა და კვირას, 16 ნოემბერს თბილისის სპორტის სასახლეში დასრულდება. მოქმედმა ჩემპიონმა “ენერჯი–ინვესტმა” წინა სეზონთან შედარებით გვარიანად დაუძლურებული “დინამო” ისტუმრა და ისე იოლად მოიგო, ვარჯიშ–ვარჯიშო, რომ იტყვიან.
 

ლევან ცეკვავა დინამოელთა ფარქვეშ “შეფრინდა”
 
რუსთაველებმა თამაში ძირითადი ხუთელით დაიწყეს, რასაც ვერ ვიტყვით დინამოელებზე. თბილისელთა თავკაცმა ზაზა ცაგარეიშვილმა კი რატომღაც ექსპერიმენტებს მიმართა და მოედანზე ისეთ მოთამაშეებს უხმო, რომლებსაც აქამდე ნაკლებად ენდობოდა. “დინამოს” წამყვანმა მოთამაშეებმა, ლექსო ლაფანაშვილმა და ნოდარ სიგუამ მოედანზე მხოლოდ 4 წუთი გაატარეს, სამაგიეროდ, მეტი გასაქანი მიეცათ ახალგაზრდებს, რომელთაგან ერთმა, ვახტანგ ქადარიამ ჩინებულად ითამაშა, თუმც მხოლოდ მისი ძალისხმევა თბილისელებს რას უშველიდა.
თავის მხრივ, “ენერჯი–ინვესტმაც” ახალბედებს მისცა გასაქანი, თუმც ეს მას შემდეგ გააკეთა, რაც მასპინძელთა გამარჯვება ეჭვს აღარ იწვევდა. ეს კი საფინალო სირენამდე კარგა ხნით ადრე მოხდა. რუსთაველებმა პირველი ტაიმის შემდეგ 16–ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, თუმც მესამე მეოთხედში მეტოქეს საშინელი შტურმი მოუწყვეს, ათწუთიანი პერიოდი 46:12 მოიგეს და თამაშს ინტრიგა დაუკარგეს.
 

მიხეილ ჭოჭუას მორიგი 2–ქულიანი “დიმაოს” კალათში
 
დავით უსტიაშვილმა მის განკარგულებაში მყოფ ყველა მოთამაშეს მისცა შანსი და დარჩენილი დრო ყველა ახალბედაზე გადაანაწილა. მოედანზე ვიხილეთ რუსთაველთა ახალგაზრდული გუნდის წევრები – ლევან ხმელიძე და ზურაბ მაჭავარიანი, რომლებიც მთლიანობაში 13 ქულით შეეწიენ “ენერჯი–ინვესტს”.
 

 
 
 14 ნოემბერი. ბათუმი
ბათუმი 62:88 ნტდ–თბილისი
12:20 27:24 11:17 12:27
 
ბათუმი: თავართქილაძე (10), გ. დოლიძე (2), კეშელავა (8), ელიაშვილი (6), იმნაძე (17 ქულა, 16 მოხსნა); მაისურაძე (3), ჩხატარაშვილი (6), ნ. ნოზაძე, ჩხაიძე, მ. ბოლქვაძე (8), კვერნაძე (2)
ნტდ: ჩიტაშვილი (6), ნუფთალიევი (13), კეიდია (10), ბახშიევი (11), როდუმტა (6 ქულა, 10 მოხსნა); ტეტელაშვილი, ფაშაევი (17), მამაცაშვილი (3), გლოველი, კოღუაშვილი (9), სუხიშვილი (13)
მსაჯები: დავით ბერეკაშვილი, დავით არეშიძე
კომისარი: თენგიზ ქიქოძე
 
ეროვნულ ჩემპიონატში ოთწლიანი პაუზის შემდეგ მობრუნებულმა ბათუმელებმა შინ “ნტდ–თბილისს” წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და მიმდინარე სეზონში მეორე მარცხი იწვნიეს. თავის მხრივ, ნტდ–მ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, მარცხის გემო კი ჯერ არ იცის და “ენერჯი–ინვესტთან” ერთად სუპერლიგას ლიდერობს.