სუპერლიგის მეორე ტური: “სასოფლომ” თსუ დაამარცხა… ძალოვნები ნტდ–ს გაუძალიანდნენ

საქართველოს მე-18 ჩემპიონატი. მე-2 ტური. თბილისი, სპორტის სასახლე
მაქაბი 76:79 დინამო
18:20 16:22 20:23 22:14
მაქაბი: კილაძე (5), ჯიქია (3), სოხაძე, ანთაძე (25 ქულა, 9 მოხსნა, 2 დაფარება), ლონდარიძე (20 ქულა, 15 მოხსნა), იოსელიანი (15  ქულა, 4 ჩაჭრა, 3 დაფარება), ჩლაიძე, ელიკაშვილი, ბიბილური, ივანეიშვილი (5), სუდაძე (3)დინამო: გ. ბაქრაძე (11), ნანიტაშვილი (3), სორდია (4), ლაფანაშვილი (11 ქულა, 6 პასი), სიგუა (12), ვ. ბოლქვაძე (6), გემაზაშვილი (2), კორკოტაძე (11), ქადარია (12), ხანიაშვილი (1), ხიზანიშვილი (6)მსაჯები: ხათუნა გაბედავა, დავით არეშიძეკომისარი: როლანდ გელოვანი
ავიამშენი 116:63 ბათუმი
18:15 36:7 36:16 26:25
ავიამშენი: ბერაია (5), ი. ბერიშვილი (17 ქულა, 9 პასი, 5 ჩაჭრა), ნიკოლაძე (23), კვიმსაძე (2), მინაშვილი (25), მათიაშვილი (4), ნინიაშვილი (14), ნაცვლიშვილი (5), პირველაშვილი, ს. შერმაინი (10), ბოისა (11)ბათუმი: გვაზავა, თავართქილაძე (3), ა. ჩხატარაშვილი (6), დოლიძე (8), ნოზაძე (9), კეშელავა (15), ბერიძე, მ. ბოლქვაძე (3), იმნაძე (15 ქულა, 10 მოხსნა), კვერნაძე (4)მსაჯები: ზაზა მაჩალაძე, გურამ მიქელაძე კომისარი:როლანდ ხომერიკი
თსუ 88:103 სსსსუ
21:22 15:27 28:30 24:24
თსუ: დ. ბერიშვილი (19), გაფრინდაშვილი (2), გ. ბარბაქაძე (6), კოხრეიძე, შანიძე (17), მარკოიშვილი (7), ყველაშვილი (8), ხეცურიანი (6 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი, 3 ჩაჭრა, 2 დაფარება), ახალკაცი, დ. ბარბაქაძე (23)სსსსუ: გულისაბედაშვილი (3), მ. ბერიშვილი (20 ქულა, 10 მოხსნა, 6 პასი, 3 ჩაჭრა), მარხვაშვილი (13), გასიტაშვილი, ტყეშელაშვილი (7), წივწივაძე (27 ქულა, 5 მოხსნა, 6პასი ), ათანელიშვილი (16), გვიმრაძე (9), ჩაჩიბაია (8)მსაჯები: დავით ბერეკაშვილი, მაკა კუპატაძეკომისარი: მურმან ქურიძე
შსს 57: 67 ნტდ–თბილისი
26:6 9:23 12:13 10:25
შსს: ნინუა (5), გოლეთიანი (19), მიქაბერიძე (3), ცხვედიანი (10), აბულაძე (4); პატარაია (14), ფაიქრიძე, ბერუაშვილი, ბ. ნოზაძე, ბერია (2), ბაქრაძენტდ-თბილისი: ჩიტაშვილი (12), ფაშაევი (20), სარიევი, ბახშიევი, როდუმტა (4); ტეტელაშვილი, ნუფთალიევი (4), მამაცაშვილი (4), კეიდია (7), კოღუაშვილი (12), სუხიშვილი (4)მსაჯები: ზაზა მაჩალაძე, დავით ბერეკაშვილიკომისარი: თენგის ქიქოძე
სატურნირო ვითარება
 

თამაში
მოგება
წაგება
ბურთების შეფარდება
ქულანტდ–თბილსი
2
2
0
144:129
4სსსუ
2
1
1
177:171
3დინამო
2
1
1
151:189
3თსუ
2
1
1
201:175
3შსს
2
1
1
120:110
3თბილავიამშენი
2
1
1
188:140
3ენერჯი–ინვესტი
1
1
0
83:74
2მაქაბი
2
0
2
119:142
2ბათუმი
1
0
1
63:116
1დღეს  გაიმართა საქართველოს მე–18 ჩემპიონატის მეორე ტურის ოთხი მატჩი. კარგა ხანია,  უმაღლეს ლიგაში ერთ დღეს 4 შეხვედრა არ ჩატარებულა, თუმცა წლეულს გუნდების რაოდენობა ცხრამდე გაიზარდა და თამაშების რაოდენობამაც იმატა. პირველი მატჩი სანახაობრივი გამოდგა – “მაქაბიმ” “დინამოს” ღირსეული ბრძოლა გაუწია. შეხვედრის დაწყებამდე, ალბათ ბევრი ვერ იფიქრებდა, რომ გამარჯვებული ბოლო წამებამდე არ გამოვლინდებოდა.

“მაქაბი” – “დინამო”
“დინამომ” მეორე მეოთხედში ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ ახალგაზრდა მაკაბელებმა თამაში დაალაგეს და გადამწყვეტ ათწუთეულში ზაზა ცაგარეიშვილის გუნდს ქულით მიუახლოვდნენ – 72:73. “დინამო“ წაგების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, თუმცა ბოლოს გაუმართლა. 3 ქულით ჩამორჩენილი “მაქაბი” გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდა, მაგრამ თამაშის დასრულებამდე ხუთიოდე წამით ადრე მანამდე 25 ქულის მომხვეჭმა ზვიად ანთაძემ ბურთი დაკარგა და  ჯამლეტ ხუხაშვილის გუნდი წასაგებად გაიწირა.

“მაქაბი” – “დინამო”  დინამოელთაგან სტატისტიკურად ბევრად არავინ გამორჩეულა, ხოლო მაქაბელთაგან ორმაგი დუბლი შეასრულა ლონდარიძემ – 20 ქულას 15 მოხსნა. სნაიპერ ანთაძეს კი ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა – 25 ქულა, 9 მოხსნა.მეორე შეხვედრა ყველაზე არათანაბარი გამოდგა – ქვეყნის ვიცე-ჩემპიონმა “ავიამშენმა” სუპერლიგაში დაბრუნებულ “ბათუმს” მეორე პერიოდში 36:7 აჯობა და შეხვედრის ბედიც აქ გადაწყდა. არადა, თავიდან თამაში დაძაბული იყო და ძღვისპირელები ერთხანს იგებდნენ კიდეც. პირველი მეოთხედის ბოლოს “ავიატორებმა” იძალეს და მას შემდეგ ლევან მოსეშვილის გუნდს პრობლემა აღარ შექმნია. თბილისელებმა საბოლოოდ 53 ქულით მოიგეს და პირველ ტურში “ნტდ–თბილისთან” დამარცხების შემდეგ ხასიათი გამოიკეთეს.

“თბილავიამშენი” – “ბათუმი”: თორნიკე ნინიაშვილი(#12) და დავით დოლიძე(#8)
20 ქულიანი ბარიერი გადალახეს “ავიატორებმა” ნიკოლაძემ (23) და მინაშვილმა (25), ხოლო ბათუმელმა იმნაძემ ორმაგი დუბლი შეასრულა – 15 ქულა და 10 მოხსნა.მესამე მატჩი, რომელიც 16 საათსა და 15 წუთზე დაიწყო, ცენტრალური გახლდათ და მას პირდაპირ ეთერში “საზოგადოებრივი მაუწყებელი” გადასცემდა. თამაშს ესწრებოდა სუპერლიგის დებიუტანტ სასოფლო–სამეურნეო უნივერსიტეტის ქომაგები, რომლებიც აქტიურად გულშემატკივრობდნენ მიხეილ კობეშავიძის გუნდს და ალბათ მათი დამსახურებაცაა, ახალგაზრდულმა სსსსუ–მ გამოცდილი და ამბიციური თსუ რომ დაამარცხა.

თსუ – სსსსუ. შეტევაზეა გიორგი მარხვაშვილი
მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, თანაბრად დაიწყო. მეორე პერიოდის დასრულებას 2 წუთი უკლდა, როცა სასოფლოელთა თავკაცმა, მიხეილ კობეშავიძემ წუთშესვენება აიღო. ძნელი სათქმელია, რა უთხრა მწვრთნელმა მოთამაშეებს, თუმცა ფაქტი ერთია: მოედანზე დაბრუნების შემდეგ სსსსუ-ელებმა 7:0 გაქცევა მოაწყვეს, რომლის ბოლო სამი ქულა გიორგი მარხვაშვილმა გაიფორმა – 47:35. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ეს მცირე გარღვევა “სასოფლოს” დიდი გაქცევის საწინდარი იყო…

ეს–ესაა ტატო ჩაჩიბაიამ(#15) თსუ–ს ფარი დალაშქრა
მეორე ტაიმში თსუ-ს მწვრთნელმა ნუგზარ ჭეიშვილმა მისთვის საყვარელ ტაქტიკას, ზონურ პრესინგს მიმართა. თსუ-ელები მთელს მოედანზე ავიწროებდნენ მეტოქეს, თუმცა ამის საწინააღმდეგოდ მიშა კობეშავიძეს კარგი იარაღი აღმოაჩნდა: წივწივაძესა და მარხვაშვილს ბურთი მეტოქის ნახევრამდე სწრაფად ამოჰქონდათ, ხოლო თსუ-ს ფარქვეშ ტანმაღალი რეზო ათანელიშვილი გაბატონებულიყო და ბურთს ბურთზე აგდებდა. მან საბოლოოდ 16 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა.მეოთხე ათწუთეულში “სასოფლოს” უპირატესობამ 20 ქულას უწია და სწორედ ამ ეპიზოდში ჩათვალა, რომ საქმე მოთავებული იყო. ამით ისარგებლა თსუ-მ, დავით ბარბაქაძის სამქულიანების შემდეგ სხვაობა 7 ქულამდე შემცირდა, თუმცა დარჩენილ 3 წუთში უშეცდომოდ გაისარჯა ბექა წივწივაძე, რომელმაც 4 საჯარიმო და ერთი ორქულიანი ზუსტად სტყორცნა. როცა ბექას მიხეილ ბერიშვილმაც წააშველა ხელი, სახელმწიფო უნივერსიტეტელებისთვის ყველაფერი დასრულდა.ეფექტური სტატისტიკა ჩაიწერა სსსსუ–ელმა მიშა ბერიშვილმა: 20 ქულა, 10 მოხსნა, 6 პასი, 3 ჩაჭრა. მატჩის ბომბარდირობა კი ბექა წივწივაძემ იკისრა: 27 ქულა, 6 შედეგიანი გადაცემა, 5 მოხსნა და 3 ჩაჭრა.

ბექა წივწივაძემ  11–დან 8 საჯარიმო მიითვალა
მოულოდნელად დაიწყო შსს–სა და “თბილისის” დაპირისპირება. შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდმა პირველ პერიოდში მწყობრად დაიცვა თავი, ხოლო შეტევაში პერიმეტრიდანაც ზუსტად ისროდა და სამწამიანიდანაც, რის შემდეგაც შსს-მ 10-წუთიანი მონაკვეთი 26:6 მოიგო.მეორე პერიოდის დასაწყისში სიტუაცია შეიცვალა – ნუგზარ კანდელაკის “ნტდ-თბილისმა” მთელს მოედანზე პრესსინგს მიმართა და მესამე პერიოდის დასაწყისში მეტოქეს ანგარიშიც გაუთანაბრა.მესამე მეოთხედიდან თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა, რაც გადამწყვეტ ათწუთეულშიც გაგრძელდა და საფინალო სირენამ “ნტდ-თბილისის” რთული, თუმც მაინც გამარჯვება დააფიქსირა, რამაც ამ გუნდს ცხრილის პირველობა მოუტანა.

შოტა პატარაია ირაკლი კეიდიამ და პლასიდე როდუმტამ მოიმწყვდიეს

შსს – “ნტდ–თბილისი”