სუპერლიგის “ოლ სტარის” გამოკითხვის შუალედური შედეგები

სუპერლიგის “ოლ სტარის” გამოკითხვის შუალედური შედეგები

სუპერლიგის „ყველა ვარსკვლავის“ მატჩი 3 თებერვალს, ქუთაისის სპორტის სასახლეში, 16:00 საათზე გაიმართება. ერთმანეთს რეგიონისა და თბილისის გუნდებისგან შერჩეული მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდები შეხვდებიან.

სასტარტო ხუთეულებს გულშემატკივრები ირჩევენ, ხოლო დანარჩენ 7-7 მოთამაშეს, გამოკითხვის დასრულების შემდეგ, მწვრთნელები დაასახელებენ.

გამოკითხვა 22 იანვარს დაიწყო და 2 თებერვლის 12:00 საათამდე გაგრძელდება, დღეს კი წარმოგიდგენთ  შუალედურ შედეგებს. 

შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის 2018 წლის „ოლ სტარი“ ტრადიციულად სხვადასხვა კონკურსებს მოიცავს. სუპერლიგის 2 წრის შედეგებით საუკეთესო 6 სნაიპერი ერთმანეთს    3-ქულიანების კონკურსში დაუპირისპირდება. ასევე გაიმართება ჩატენვების კონკურსი, რომლის მონაწილეებიც ძირითადად სუპერლიგის ლეგიონერები არიან. მატჩის ბოლოს აგრეთვე დასახელდება „ოლ სტარის“ უძვირფასესი(MVP) მოთამაშე.