სუპერლიგის ოქტომბრის MVP თსუ-ს ფორვარდი ალექსანდრე ფევაძე გაახდა

სუპერლიგის ოქტომბრის MVP თსუ-ს ფორვარდი ალექსანდრე ფევაძე გაახდა

ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ ალექსანდრე ფევაძე დასახელდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიდერს MVP-ის ტიტული სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების დირექტორმა – გიორგი ჯაფარიძემ გადასცა. 

ეს გახლავთ თვის MVP-ის ტიტულის პირველი გამოვლენა. მისი გათამაშება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ყოველ ტურში სიმბოლური ხუთეულის (და შესაბამისად ტურის MVP-ის) გამოვლენა დაიწყო. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონიდან თითოეული ტურის შემდეგ ნაჩვენები სტატისტიკის გათვალისწინებით 5 საუკეთესო კალათბურთელი შეირჩევა, რომლებიც სიმბოლურ ხუთეულს შეადგენენ. მათ შორის საუკეთესო, რომლის გუნდმაც გამარჯვება მოიპოვა, ტურის საუკეთესო მოთამაშედ სახელდება. 

თვის MVP-ის ტიტული კონკრეტულ პერიოდში ჩატარებული მატჩების სტატისტიკის ჯამით ვლინდება. ალექსანდრე ფევაძეს ოქტომბერში ჩატარებული არც ერთ ტურის საუკეთესო მოთამაშე არ გამხდარა, თუმცა მთლიანობაში, 3 მატჩის გაერთიანებული სტატისტიკით ის საუკეთესო გახლდათ.  თსუ ოქტომბრის ტურებში ეთამაშა კავკასიას, ორბს და მარგვეთს და ამ მატჩებში ფევაძემ ჯამში 59 ქულა, 37 მოხსნა და 10 პასი მიითვალა. მთავარი კი მაინც სარგებლიანობის კოეფიციენტი გახლდათ, რომელმაც ჯამში 82 ერთეული შეადგინა (27.3 საშუალოდ) შეადგინა.

როგორც ოქტომბერში, ნოემბერშიც 3 ტური ჩატარდა და აღნიშნული თვის საუკეთესო მოთამაშის ვინაობა საკალათბურთო საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი.