საქართველოს მე-18 ჩემპიონატი. მე-9 ტური. 14 დეკემბერი, თბილისი, სპორტის სასახლე
დინამო 63:55 შსს 14:14 20:11 8:16 21:14
დინამო: გ. ბაქრაძე (7), ნანიტაშვილი (1), სორდია (7 ქულა, 3 ჩაჭრა), ლაფანაშვილი (27 ქულა, 11 მოხსნა), სიგუა (8), ი. დოლიძე (1), გემაზაშვილი (2), კორკოტაძე, ქადარია (2), ხანიაშვილი (2), ხიზანიშვილი (6)შსს: შენგელია (28 ქულა, 17 მოხსნა), მიქაბერიძე (2), ბერუაშვილი (9 ქულა, 12 მოხსნა, 3 პასი, 5 ჩაჭრა), ბ. ნოზაძე, ნინუა, პატარაია, გოლეთიანი (9), ფაიქრიძე (4), ბექაური (1), აბულაძე, ი. ბაქრაძე (2)მსაჯები: დავით არეშიძე, ხათუნა გაბედავაკომისარი: როლანდ ხომერიკი
ნტდ-თბილისი 81:88 თსუ14:25 20:21 26:17 21:25
ნტდ: ჩიტაშვილი (18), ფაშაევი (4), სარიევი (13), ნიფთალიევი (15), მამაცაშვილი (3), გლოველი (6), როდუმტა (5), კეიდია (3), კოღუაშვილი, ბახშიევი (8), სუხიშვილი (6)თსუ: დ. ბერიშვილი (8), გაფრინდაშვილი (14 ქულა, 8 ჩაჭრა, 7 პასი), გ. ბარბაქაძე (2), კოხრეიძე (8), შანიძე (9), მარკოიშვილი (10), ყველაშვილი (2), ხეცურიანი (3), ახალკაცი (19ქულა, 10 მოხსნა), დ. ბარბაქაძე (13)მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილიკომისარი: თენგიზ ქიქოძე
სასოფლო 72:74 ავიამშენი9:23 24:22 17:15 22:14
სასოფლო: წივწივაძე (18), მარხვაშვილი (16), გულისაბედაშვილი (8), გვიმრაძე (10), ათანელიშვილი (4); გასიტაშვილი (1), ტყეშელაშვილი (15), ბოქოლიშვილიავიამშენი: ი. ბერიშვილი (13), ბოისა (7), პირველაშვილი (6), ნაცვლიშვილი (18), მათიაშვილი (23 ქულა, 13 მოხსნა); ბერაია (6), ნინიაშვილი (2), შერმადინიმსაჯები: მაკა კუპატაძე, ზაზა მაჩალაძეკომისარი: მურმან ქურიძე
დღეს დასრულდა სუპერლიგა 2008-09 წლების სეზონის პირველი წრე. ცხრა გუნდი თითოჯერ შეხვდა ერთმანეთს და ეროვნულ ჩემპიონატშიც მომავალი წლის თებერვლამდე შესვენებაც გამოცხადდა. პირველი წრის ბოლო ტური საკმაოდ საინტერესო გამოდგა. ერთმანეთს თითქმის თანაბარი კალიბრის გუნდები ხვდებოდნენ და ბრძოლაც საინტერესო და დაძაბული გამოვიდა. თავდაპირველად სპორტის სასახლის ფიცარნაგზე ცხრილის ქვედა ეშელონში მყოფნი, მიმდინარე ჩემპიონატში მანამდე თითო გამარჯვების მომხვეჭნი – “დინამო” და შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი გავიდნენ.
დინამო – შსს. ოთარ ფაიქრიძე(#15) და დინამოელი გივი ბაქრაძე(#4)
შეხვედრა თანაბრად და დაძაბულად დაიწყო, ვერც ერთი გუნდი ვერ იხელთებდა ხელჩასაჭიდ უპირატესობას, თუმცა პირველი ტაიმის ბოლოსკენ დინამოელები დაწინაურდნენ. ზაზა ცაგარეიშვილის გუნდი სწრაფი შეტევებით იხვეჭდნენ ქულებს, “ძალოვნებს” კი არც სისწრაფე ყოფნიდათ და სამქულიანებსაც მიზანში ვერ არტყავდნენ.დიდი შესვენების შემდეგ ვითარება შეიცვალა, შსს-მ “დინამოს” დაცვას გასაღები მოარგო, რაშიც ლომის წილი “ძალოვნების” ვეტერან კალათბურთელ კახა შენგელიას მიძღვის. 35 წლის შენგელიამ შეხვედრა თითქმის შეუცვლელად ჩაატარა და საბოლოოდ მატჩის ბომბარდირიც გახდა 28 ქულით. ამასთან მას 17 მოხსნაც ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა საიმისოდ, რომ შსს-ს სანუკვარიუ გამარჯვება მოეპოვებინა.
მომდევნო შეხვედრაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა “ნტდ-თბილისი” დაამარცხა, თუმცა ამის გაკეთება საკმაოდ გაუძნელდა. სამქულიანებით განთქმულ ნუგზარ კანდელაკის გუნდს არ წაუვიდა შორი სროლები და თავიდანვე ჩამორჩა, თუმცა მერე და მერე მდგომარეობა გამოასწორა, რაც დაცვაში ყოჩაღი თამაშის წყალობით მოახერხა.იყო მომენტი, როცა ნტდ-მ მინიმუმამდე შეამცირა ანგარიში, თუმცა გულივერ ახალკაცისა და გიორგი გაფრინდაშვილის დახმარებით სტუდენტებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. ამ უკანასკნელმა სულაც მიმდინარე სუპერლიგის რეკორდი გამოაცხო – 8-ჯერ ჩაჭრა ბურთი, რაც ჯერ ვერავის ვერ მოუხერხებია.
თსუ–ელმა გიორგი გაფრინდაშვილმა (ბურთით) 8 ჩაჭრა გაახერხა
თსუ–ელი ლუკა შანიძის დაფარებას ცდილობს ტაირ ბახშიევი
ნტდ – თსუ. ბურთის დათმობა არავის უნდა
დაბოლოს, პირველი წრის რიგით ბოლო მატჩი, რომელიც ლამაზი აკორდი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ “ავიამშენმა” დიდი უპირატესობით დაიწყო თამაში და თავიდანვე 14:0, მოგვიანებით კი 28:9 დაწინაურდა, “სასოფლოს” იოლად არაფერი დაუთმია და რომ არა ბოლო წამებზე რიჩარდ მათიაშვილის ყოჩაღობა, წაგებას ალბათ ვერ ასცდებოდა.ხსენებული ჩამორჩენის შემდეგ სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის გუნდმა დაცვა გაამაგრა და შეხევაში სამქულიანები მოიმარჯვა, რაც მშვენივრად გამოუვიდა. შესაბამისად ჩამორჩენაც კლებულობდა და სწორედ ბოლო წუთზე მოახერხეს სასოფლოს მოთამაშეებმა წამოწევა, რაც ბექა წივწივაძის სამქულიანის შემდეგ მოხდა _ 72:72 სირენამდე 19 წამით ადრე.“ავიამშენი” გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდა, ბურთი გაათამაშა და დასრულებამდე 6 წამით ადრე რიჩარდ მათიაშვილმა ფარქვეშიდან ორქულიანი მიითვალა. დარჩენილ დროში “სასოფლომ” კი მოახერხა გამთანაბრებელი სროლის განხორციელება, თუმცა მიზანს ააცილა და “ავიამშენმა” ცხრილში მესამე ადგილის მომტანი გამარჯვება მოიპოვა.
სასოფლო – ავიამშენი
ბურთითაა “ავიატორი” ანატოლი ბოისა
საჰაერო ბრძოლა: გიორგი პირველაშვილი(#14) და ლევან ტყეშელაშვილი